შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის მორაგბე ნაკრებთან დამშვიდობებას რუსეთთან მატჩის შემდეგ გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს შეხვედრა გადაიდო.

სუთიაშვილმა "ბორჯღალოსნების" კვართით პირველი შეხვედრა 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ ნაკრების კვართი 82-ჯერ მოირგო (2 ლელო).

მეორეხაზელს 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მას "ბორჯღალოსნებისთვის" 15-ჯერ უკაპიტნია და ყველა ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

შალვა სუთიაშვილი 2015 წლიდან საფრანგეთის პრო დე2-ის გუნდის, "ანგულემის" ღირსებას იცავს, რომელთანაც კონტრაქტი
2022 წლამდე აკავშირებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
Guldasatsyvetia rom tsavida sajishe qartveli
Vaxo
18:45 17-03-2020
0
მადლობა შალვას,უამრავი სასიამოვნო მოგონებისათვის.ძალიან დაგვაკლდება,როგორც მორაგბე და როგორც პიროვნება, მინდორზე.დიდ წარმატებებს ვუსურვებ,შემდგომ ცხოვრებაში,როგორც ღირსეული ოჯახის,ღირსეულ წარმომადგენელს.
სოსო
16:22 16-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული