რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების კაპიტანმა სერჟიო პარისემ ბრიტანული The Teleraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"მესმის რატომ საუბრობენ იტალიაზე ყველაზე მეტს. ბოლო დროს ძალიან ბევრი შეხვედრა წავაგეთ. ქართველი რომ ვიყო, "ტულონელი" მამუკა გორგოძის მსგავსად, მეც ვიტყოდი, რომ "6 ერში" შევეშვით.

გავარდნის წესიც რომ შემოვიღოთ, საქართველო "6 ერში" 1 წელს გაატარებს და მერე იქ ისევ იტალია დაბრუნდება. ეს კი რამე ღირებულს შესძენს შეჯიბრებას?!

ცხადია, ჩვენი ბოლო 5 წლის შედეგი იტალიურ რაგბის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. მესმის კრიტიკოსებისაც
და შედეგებიც ბედნიერი არ მე ვარ,"- განაცხადა პარისემ.


მკითხველის კომენტარები / 37 /
მართალს ამბობს, მაგრამ ერთი წლის მიერე თუ იტალია დაბრუნდება იმის შემდეგ წელს ისევ საქართველო აღზევდება და ეგ ერთი წელი ძაან ბევრს მისცემს ნაკრებს. გარდა ამისა სადაც 20 წელი ვერ განვითარდით, ეგება ჩვენ რომ მოგვეცეს იგივე შანსი, ჩვენ შევძლოთ განვითარება, რაც უფრო საინტერესოს გახდის ტურნირს... სხვა შემთხვევაში საქართველო იქნება მანდ თუ იტალია სულ ერთია ტურნირის ბობოლებისთვის. უბრალოდ მგზავრობის, ფინანსური და კულტურულ/არქიტექტურული თვალსაზრისით რა თქმა უნდა ურჩევნიათ იტალია. მათვის უცხო ქვეყანა არ არის, საფრენი ბევრი არ არის, ინფრასტრუქტურულად სრულად გამართული ქვეყანა, გულშემატკივარი გაყვება და ა.შ
ატლანტამ მხრები გაშალა
12 ივლისი 2020 17:39
4
კულტურა არქიტექტურა საქართველოსაც აქვს თავისი პატარა მაშტაბებიდან გამომდინარე საკმაოდ და იმ ველურების შემოსევებიდან გამომდინარე როემლიც 1000 წლეულები არ წყდებოდა, იტალიას მონღოლები თურქები და ათასი მომთაბარე აღმოსავლეთის სტეპებიდან არ გაუვლია თორემ ბიზანტია თავისი დროისთვის იტალიაზე დიდი კულტურა იყო მაგრამ ისიც კი გაქრა, საქართველოს განსაკუთრებით კულტურა ძალიან დიდი აქვს, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება არა ისეთი ცნობადი მაგრამ საკმაოდ მდიდარი, უბრალოდ თქვენ ერთი რიგითი გაუნათლებელი ხართ რომელიც მხოლოდ ცნობადობით და ტელევიზორით იქმნით საკუთარ შეხედულებებს.
ნიკო
13 ივლისი 2020 13:14
0
სერჟიო გავარდნის წესი რომ იყოს ყოველ წელს გავარდებოდი 6 ერიდან და აზრი რა აქვს თქვენი 6 ერში თამაშს!? დდ
chaachi
12 ივლისი 2020 17:00
0
აუფ ამას ამბობს იტალიის ნაკრების წევრი რომელსაც 6 ერში თამაში 6 წელია არ მოუგია
ბონდო
12 ივლისი 2020 20:14
3
კონკურენტზე, რომ ასე იტყვის ეს არცაა გასაკვირი. ისე კი ჩვენი ნაკრები რამდენიმე წლის წინ უფრო ძლიერი იყო.
gio
12 ივლისი 2020 17:25
2
სერჟიო მართლაც ლეგენდაა საკლუბო დონეზე დაა სანაკრებო დონეზეც ლეგენდარული მიღწევა აქვს , ცენტურიონია წაგებებით :P გვათამაშეთ ყოველ წელიწადს 3-4 თამაში ევროპის ბობოლებთან , 2-3 თამაში სამხრეთელებთან და ნახეთ განვითარდებით თუ არა .
კახა
12 ივლისი 2020 22:29
0
6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?- ასე ქართულად წერა არ შეიძლება. ესაა სლენგი , ასე შეიძლება ქუჩაში თქვა სადმე , მარა წერით არამარტო ამახინჯებთ ენას, უნებლიეთ ცუდ მაგალითს აძლევთ მეგობარო მკითხველს. კომენტარის გამოქვეყნება არ მინდა, წაშალეთ თუ გინდა, უბრალოდ იცოდეთ ეს ამბავი :) არაფერი პირადული. წარმატებები
გადასარევი გიორგი
12 ივლისი 2020 21:49
0
გადარეული გიორგი...
zena
13 ივლისი 2020 00:03
1
სანამ მასიურად არ განვითარდება რაგბი მანამდე არაფერი გვეშველება. კი გვიხარია გერმანიას, ჰოლანდიას, ესპანეთს და სხვებსაც გადავუვლით ხოლმე, მაგრამ უნდა ჩვენც გვაინტერესებდეს სხვების გაძლიერება. ჩვენ პირიქით სხვების დასუსტება გვიხსრია არიქა იმათმან არ შეგვასწრონ 6 ერში. ძალიან დიდი სიცარიელეა რაგბის მოთამაშე ქვეყნების რუკაზე თუნდაც ევროპაში.
papa
12 ივლისი 2020 19:09
2
და ხის კოვზი რამდენჯერ გაქვთ აღებული? 10 წელი რომ მანდ ვყოფილიყა ით ...
ტიპი
12 ივლისი 2020 20:23
3
იტალიელის გარდა სხვას რომ ეთქვა 6 ესრუდან კიდევ ხო, მაგრამ სულ მაჩანჩალები არიან და სულ ცოტა უხერხულია იტალიელის მხრიდან 6 ერში გავარდნაზე საუბარი.
David
12 ივლისი 2020 20:00
3
ვერ გავიგე ამ იტალიელების, ნუთუ არ ეცოდებათ საკუთარი მაყურებელი? ყოველთვის დამარცხებული, რომ ტოვებენ მოედანს არ რცხვენიათ? თვითონაც როგორია გამარჯვების სიხარული დიდი ხნის დავიწყებული აქვთ. მაგათ ადგილზე რომ ვიყო, თვითონ მოვითხოვდი გავარდნის სისტემას. დღევანდელი სისტემით ბრძოლა მიმდინარეობს ჩემპიონობისათვის, ხოლო ჯგუფში დარჩენისათვის ბრძოლა არ არის, ამიტომ იტალიელებიც არ იკლავენ თავს. ეს კი კლავს რაგბს.
ჟორა
13 ივლისი 2020 09:49
0
რომ გამოვარდნენ,სპონსორებსაც დაკარგავენ და რეკლამებსაც.ეს კი იტალიურ რაგბის კიდევ უფრო უკან დასწევს.ბრიტანელებიც კი იმას იძახიან,ერთი წელიც რომ გავვარდეთ,მთლიანი რაგბის დაფინანსება შემცირდება და ვეღარც ამოვყვინთავთო.ამიტომ,ისევ ჩვენ გვიმეტებენ მარადიულ წუმპეში საჯდომად.
სოსო
14 ივლისი 2020 16:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული