სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
ვთხოვოთ 4 ერის ორგანიზატორებს იქნებ დაგვიმატონ უფრო მაგარი იქნება ბიდზინა ალბატ პინანსური მხარის უზრუნველყოპაზე არ იტყვის უარს ეს უფრო მომგებიანი იქნება ჩVენთVის
kaxa
27 ივლისი 2020 21:06
26
ნეტარ არიან მორწმუნენი. რა ცოდო ხარ!!!
პაატა
27 ივლისი 2020 22:34
3
ცოტა ხანში 4 ერის დონე ჩვენთვის კი არა, 6 ერის ნებისმიერი გუნდისათვის დაუძლეველი ბარიერი გახდება. ჩვენ საკმაო ამბიციები გვაწუხებს და რეალობა გვავიწყდება - ჩვენი სარაგბო სკოლა ხაზის მოთამაშეთა მომზადების დონით რბილად რომ ვთქვათ ძალიან მოიკოჭლებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად დავინახეთ. ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებისათვის საუკეთესო გამოსავალი ფიჯის და იაპონიის დონის გუნდებთან მუდმივი სპორტინგი იქნება.სხვა რომელიმე ტურნირზე ჩვენი მონაწილეობა ჯერჯერობით წარმოუდგენელია.პირადად მე მიმაჩნია, რომ თუ მხოლოდ მატერიალური ფაქტორია დამაბრკოლებელი, გაკეთდეს ფრენჩაიზი და ქართული გუნდი მოხვდეს რომელიმე ძლიერ საკლუბო ტურნირზე, სადაც ჩვენი მოთამაშეები ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ. სწორედ ამის შედეგად მოძლიერდება ნაკრები და შესაძლებელი გახდება ხმამაღალი პრეტენზიებიც განვაცხადოთ
: )))))))
27 ივლისი 2020 22:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული