"თვიქენჰემამდე" "მარიფილდზე" - 23 ოქტომბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას ერკინება

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასი 2020"-ის პირველ ტურში "ბორჯღალოსნები" ინგლისს, ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" 14 ნოემბერს ერკინება.

ხოლო გათამაშების პირველ ტურამდე საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ედინბურგში, ასევე ლეგენდარულ „მარიფილდზე“ წინასატურნირო გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავენ. ეს თამაში 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული, 1-ელ ნოემბერს კი "ბორჯღალოსნები" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში რუსეთს უმასპინძლებს.

მეხუთედ შოტლანდიასთან

უკანასკნელ ათწლეულში "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება ჯარიმების წყალობით
მოიპოვა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტიერ1-ის გუნდთან ლელო ხელუხლებლად შევინახეთ.

2016 წლის ნოემბერში სქოთებმა კილმარნოკში, შემოდგომის ტესტ-მატჩში გვიმასპინძლეს და 43:16 იმარჯვეს, თუმცა "ბორჯღალოსნებთან" თამაში ისე მოეწონათ, რომ თბილისში სტუმრობა მაშინვე დაადასტურეს.

2019 წლის მსოფლიო თასის წინ შოტლანდიამ სიტყვა შეასრულა და გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) გუნდი ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. მსოფლიო თასის წინა გასახურებელი თამაში „დინამო არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა. ქომაგმა უმაღლესი დონის შემსრულებლების ცოცხლად ხილვით ისიამოვნა, თამაში კი სტუმრებმა 44:10 მოიგეს.

ერთი კვირის თავზე იმავე მეტოქეს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შევხვდით. "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იყო, თუმცა ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ მეოთხედაც გაიმარჯვა – 36:9.

აქვე გეტყვით, რომ შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩში შოტლანდია იტალიას ეთამაშება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოდი და ნუ გაბრაზდები,ასეთი უმნიშვნელოვანესი,ისტორიული მატჩების წინ,ანებებინებენ რაგბისთვის თავს კაჭარავას,გუნდის კაპიტანს,ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს წევრს და მიყავთ პარლამენტში და იჯდება იქ როგორც ცარიელი ტომარა,მაქსიმუმ მისი სარგებელი ოპოზიციასთან პიზიკურ დაპირისპირებაში ვნახოთ,ოღონდ ეს სარგებელი რათქმაუნდა არ იქნება ქვეყნისთვის გამოსადეგარი
ანდრია
21:12 10-09-2020
21
რეალურად შევხედოთ სიტუაციას. კაჭის ყოფნა ამ თამაშების შედეგზე არსებით გავლენას ვერ მოახსენდა , ეს ჩვენ გვიყვარს დათუნა კაჭარავა ( სრულიად დამსახურებულად ) თორემ , ითამაშებდა და მერე წავიდოდა . ჩვენი მთავარი მიზანი , რაც შეიძლება მეტის სწავლა სამომავლოდ, შეუსრულებელი დარჩებოდა.სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილებაა . ახალგაზრდებისთის მისწრებაა ამ რეჟიმში და ასეთ მოწინააღმდეგეებთან თამაში
რაც შეეხება ბატონ დავით კაჭარავას არასარაგბო ცხოვრებას ,არაა ჩვენი საქმე ამის გარჩევა .ბევრი ,ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება შეაძლებინოს ღმერთმა( იდეალურ სიტუაციაში ამისთვის უნდა მიდიოდენ პოლიტიკაში ) და საკუთარმა შეგნებამ .
სონიგი
11:26 11-09-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული