რა გითხრათ ბიჭებო!დარწმუნებული ვარ,რომ მოტივაცია,საკმარისზე მეტი გაქვთ და ეს აღარ გჭირდებათ.არც იმაში მეპარება ეჭვი,რომ რაც შეგეძლებათ,თავს არ დაზოგავთ.მხოლოდ იმას გეტყვით,რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან,როგორც თქვენ და თქვენმა უმრავლესობამ,ეს უკვე გამოსცადა.ითამაშეთ თქვენი თამაში ბიჭებო.ითამაშეთ ისე,როგორც შეგიძლიათ.ისიამოვნეთ თამაშით და გვასიამოვნეთ ჩვენც.დღევანდელი და შემდეგ 8 ერზეც მოწინააღმდეგეები,ძალიან ძლიერები არიან და ვიცით,მაგრამ ქვემოდან მაღლა კი ნუ დაუწყებთ ყურებას,არამედ თვალებში ჩახედეთ და გაუსწორეთ.დაე იგრძნონ,რომ არაფერს დაუთმობთ.არც არაფერი დაუთმოთ.თუ რამე უნდათ,მოვიდნენ და წაგართვან.დაგიმტკიცონ,რომ მართლაც მაგრები არიან.რამდენჯერმე გვქონდა შანსი,რომ ელიტის გუნდები დაგვემარცხებინა და ყოველ ჯერზე,სულ ცოტა გვაკლდებოდა.ახლა 5 თამაში გვიწევს მათთან ზედიზედ და შანსი გვაქვს,რომელიმე მეტოქესთან,ეს ნავსი გავტეხოთ.იმედი მაქვს,რომ გავტეხავთ.კარგ თამაშს და წარმატებებს გისურვებთ.
რაგბის სიყვარულმა შვილი კარათბურთზე მიმაყვანინა, იცით რატომ? "გორგოძილას" გზა რომ გაიაროს და საქართველოს ღირსეული შვილი გახდეს. წარმომიდგენია დღეს რა ხდება იმ 23 კაციან განაცხადში მოხვედრილი ბიჭების გულში... დღეს და მომავალ 4 სუპერ მატჩში უმაღლესი რანგის ტურნირებში საქართველოს დასამკვიდრებელი გამოცდებია და მჯერა ბიჭები წარმატებით გართმევენ თავს. საქართველოს ლომგულებო მიაწექით ნარშავებს!!!