საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სარაგბო ფლაგმანია და სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია - ამბობს უკრაინის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი

AutoSharing Option
rugger.info-სთან ინტერვიუში უკრაინის რაგბის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ვლადისლავ ბულგაკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან ქომაგობს.

- საქართველოს ნაკრების მორაგბეთა უმეტესობა ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკის გარეშე იმყოფებოდა. ფიჯის ეროვნულ გუნდში კორონავირუსით დაინფიცირებულია. შეუძლიათ თუ არა ამ ნაკრებებს ამჟამინდელ მდგომარეობაში რეალური ბრძოლა გაუმართონ "6 ერის" წარმომადგენლებს?
- ვფიქრობ, თქვენს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებითაც კი, საქართველოსა და ფიჯის ძალუძთ "გაისროლონ" და სიურპრიზი შემოგვთავაზონ, თუმცა მხოლოდ ცალკეულ მატჩებში. მეტიც, მათ შეუძლიათ "6 ერის" რომელიმე გუნდს სძლიონ, მაგრამ საუბარი მიდის ერთ შეხვედრაზე. ჩემი აზრით,
ქართველებსა და ფიჯელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნისასაც გაუჭირდებათ ასეთ ტურნირზე ხმამაღალი წარმატების მიღწევა.

დავამატებ, რომ მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს. მომწონს ამ გუნდის ცვლილებები, ჩანს, რომ უფრო სანახაობრივი გახდა. ადრე ქართველთა გუნდი უპირატესობას უფრო ძალისმიერ სტილს ანიჭებდა, ახლა კი, ახალგაზრდა შემსრულებლების მისვლის შემდეგ, "ლელოელები" სწრაფად და თანამედროვედ თამაშობენ. ამის ცქერამ არ შეიძლება სიამოვნება არ მოგანიჭოს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო შეძლებს ფედერაციაში გაურკვევლობის გადალახვას, ეს ქვეყანა ხომ აღმოსავლეთ ევროპის სარაგბო ფლაგმანია და სწორ გზას ადგას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნახევარი წელი უპრაქტიკოდ:( კიდე ნორმალურად ვითამაშეთ თან თაობათა ცვლაა არ დაგვავიწყდეს ამხელა მორაგბეების წასვლას ჩვენ კი არა ოლ ბლექსი ვერ გადაიტანდა უმტკივნეულოდ:(
ბოკინიო
07 ნოემბერი 2020 00:51
6
"ოლ ბლექს"-ს წარმატების ბევრი პირობაა აქვს, რომ მათ შორის კვალიფიციური მწვრთელები.
ჩვენ კი ამ თამაშებს ვფლანგავთ, არ მოვიყვანეთ საერთაშორისო დონის, პროფესიონალი და კვალიფიციური უცხოელი მწვრთელი, რომელიც ამ ტამაშებს განვითარებისთვის გამოიყენებდა.
ასე ქაოტური დაგეგვით, მოუწესრიგებელი თამაშით ვერაფეს მოუმატებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თიტქოს მწვრთელი არც ყავთ და მოყვარულთა ახლადშეკრებილი ჯგუფი თამაშობს.

აი ვნახოთ ინგლისთანაც, იგივე კომპონენტები - მოლი, შერკინება, პასი თუ აუტში გადატანა. რაქზე და აუტის მოწოდებაზე არაფერს ვამბობ.
იდალგო
07 ნოემბერი 2020 09:45
0
საწყენი ის არის რომ შერკინება სადაც ტოპ გუნდებთანაც უპირატესობა გვქონდა დასუსტებულია.როდესაც მოწინააღმდეგის ნებისმიერი რაგბისტი კლასით ჩვენებზე ერთი თავით მაღლა დგას მწვრთვნელი რას გვიშველის.ერთადერთი ლობჟანიძე გამოიყურებოდა მათ დონესთან მიახლოებულად.ბავშობიდან თუ არ ასწავლე რაგბის სწორად თამაში მერე ძნელია.
ასეა ეს
07 ნოემბერი 2020 10:35
0
ოჰჰ, ძალიან, ძალიან სასიაოვნო იყო შოტლანდიასთან თამაშის ყურება, განსაკუთრებით მოლში და შერკინებაში, პასი პირდაპირ, არ ვიცი, როგორი კრეატიული, და არ დამავიწყდეს - ჯარიმების აუტში გადატანა - ნუ ეს ხომ საერთოდნ - ბურთი ხაზს ვერ გადავაცილეთ.

იდალგო
06 ნოემბერი 2020 22:57
5

სიახლეები პოპულარული