Mastercard-ისა და Rugbystore.ge-ს განსაკუთრებული შეთავაზება რაგბის გულშემატკივრებს

AutoSharing Option
Mastercard უკვე ორი წელია რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორია და ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეუფასებელი მომენტი შექმნა გულშემატკივრებისთვის. წელს ჩვენმა მორაგბეებმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს, 8 ერში მოხვედრა ქვეყნისთვის განსაკუთრებული და მეტად საპასუხისმგებლო მოვლენაა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სამწუხაროდ, ქომაგებს არ აქვთ საშუალება, საყვარელ ნაკრებს მოედანზე უგულშემატკივრონ. ამიტომ, Mastercard-მა და Rugbystore.ge-მ გადაწყვიტეს, გულშემატკივრობის მუხტი სხვა გზით გააძლიერონ.

ინიციატივა "შემოდგომის ერთა თასზე" "ბორჯღალოსნების" თამაშებს უკავშირდება და გულისხმობს, რომ 13 ნოემბრიდან Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქართული რაგბის გულშემატკივრები ონლაინმაღაზია rugbystore.ge-ზე განთავსებულ პროდუქციას -30%-იანი ფასდაკლებით
შეიძენენ. ასევე გაყიდვაში ჩაეშვება Mastercard-ის ლიმიტირებული ბრენდირებული ხაზიც, თუმცა, ერთობლივი შეთავაზება ბრენდული მაღაზიის სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება და 13 დეკემბრამდე იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ Mastercard სპორტის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ინოვაციურ, შეუფასებელ გამოცდილებას და დიდი ხანია თანამშრომლობს ყველაზე წარმატებულ სპორტულ გუნდებთან და ჩემპიონატებთან. გლობალურად Mastercard რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორია, 2019 წელს კი კომპანიამ პირველად მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო ლოკალური ნაკრების სპონსორი და ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი სპორტის, რაგბის პირველი საერთაშორისო მხარდამჭერი გახდა.

თუმცა, რაგბი ქართველებისთვის მხოლოდ საყვარელი სპორტი არ არის, ამ პერიოდის განმავლობაში, ის კულტურის განუყოფელი ნაწილი და ქვეყნის ამბასადორიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების თამაშები "შემოდგომის ერთა თასზე" (8 ერი) 14 ნოემბრიდან დაიწყება. "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩში ინგლისს, 21 ნოემბერსს უელსს, ხოლო 29 ნოემბერს, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ირლანდიას შეერკინება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მორაგბეებს და გავიზიაროთ გამარჯვების შეუფასებელი ემოციები!

Mastercard-ის შესახებ:

"მასტერქარდი" ((NYSE: MA), www.mastercard.com არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში.

"მასტერქარდის" პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცებაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე "ტრანზაქციისმიღმა" (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები "Engagement Bureau"-დან (http://newsroom.mastercard.com)
მკითხველის კომენტარები / 3 /
Ამიუყიდავი პროდუქციის საახალწლოდ მოშორება უნდათ!!! Აი გულწრფელობა, დახმარება, გვერდში დგომა, სპონსორობა. Იმაზე რატომ არაფერს წერთ, პროდუქციას ვინც ქმნის მონურ შრომაში 200 ლარებს რომ უხდიან ხელფასებს და, 200 ლარად (მინიმუმ) მაისურებს რომ ყიდის რაგბისთორი?! Რამდენ პროცენტს ფასნამატზე მუშაობს ეროვნული სულისკვეთების ნიღაბს ამოფარებულები.. Ფთუუ თქვენი!!!
გურია
12:56 14-11-2020
1
Საზღვარეთიდან ყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, არ ვარსებობთ ეტყობა.

Და მინაწერები აქვთ "სასწოული": ლელოსანი, შეერკინე მსოფლიოს... ამის მომგონი გაგვაცანით.
Ლუკა
12:28 14-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული