"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
მოძრავი მოლის' შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა
კარგით რა დალოცვილო რით ვერ ისწავლეთ მოლის გაჩერება
sar
14 ნოემბერი 2020 21:02
5
მიუხედავად -0-ზე დამარცხების-შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ს ე რ ი ო ზ უ ლ უ ნაბიჯები არის გადადგმული (ვინც მართლა იცის რაგბი- უსიტყვოდ დამეთანხმება) -თამაშიდან დასკვნა- ს ა ჭ ი რ ო ა ფიზიკურად კიდევ უფრო გამძლავრებაზე მუშაობა, შერეკინებების დამუშავება - გამძლავრება,რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ დაგვჩაბნოს, ს ი ს წ რ ა ფ ი ს მომატება განსაკუთრებით რაქებში -დინამიკაში, მოლების დამუშავება (ფაზებით მარცხნივ მხარიდან- მარჯვნივ,ისევ მარჯვნივ და გარღვევა) ფლანგებიდან მოწოდებული რომ თითქმის ყველა ბურთი დავდოთ და 6 ერისათვის-მ ზ ა დ ვართ - 2-3 წელიწადში (!) რა თქმა უნდა- თავისთავად უუნდა ვიმუშავოთ ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება -დიდი ფულის ჩადება - დიდი კონკურენციის გაჩენა, ეროვნულ ჩემპიონატებში სამხრეთ ნახევარსფეროებიდან მორაგბეების ( ფიჯი, სამოა, ტონგა...) მოწვევა!- და ბოლოს -უკვე დროა -ს ა ჭ ი რ ო ა ფრანგულიდან - ი ნ გ ლ ი ს უ რ რაგბზე გადავიდეთ, ოღონდ ფრანგული რაგბიდან მიღებული გამოცდილება -თამაში შევინარჩუნოთ.
გლახუნა
14 ნოემბერი 2020 23:29
20
შენ ასე ყველა სპორტში და საერთოდ ყველა სფეროში ასეთი მაგარი, როგორ ხარ. ვითომ სიღრმისეულ ანალიზს, რომ უკეთებ ყველაფერს და ამ დროს მგონი არცერთის აზრზე არ ხარ. აქამდე მეგონა უბრალოდ ჩვენი მამლუქის რიგითი მადიდებელი იყავი და მგონი საერთოდ ის ხარ. მხოლოდ იმ მაღალს შეუძლია ყველაფერზე ასეთი არაკომპეტენტური და იაზრო კომენტარები აკეთოს.
H
15 ნოემბერი 2020 11:00
1
ფრანგული სტილი უკვე დავამხეცეთ და ახლა ინგლისურზე უნდა გადავიდეთ,არა?.არადა ჰეიგი ზელანდიურ სტილზე გადაყვანას გვიპირებდა.ჰო,მართლა!თუ ყველა შეტევაში ბურთი დავდეთ,მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვყოფილვართ მზად და რომელი სტილით გვირჩევნია გაჩემპიონება?კარგი რა, გლახუნა!
სოსო
15 ნოემბერი 2020 21:00
0
ნიაზ მამრიკაშვილის თამაშის "ღლაბუცა" წაყვანა მარტო მე მაღიზიანებს?
არდილეს
14 ნოემბერი 2020 20:55
38
Ki marto shen gagizianebs.

Memgoni ki
14 ნოემბერი 2020 21:53
6
კიდევ 6-ს :)
ვვვ
14 ნოემბერი 2020 21:34
0
ყველა გამოხმაურება
ეს რა ოპტიმისტური და ეგზოტიკური, შინაურული სპორტია.მარტო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ იცის მუღამი.. მეც მომინდა აქ თამაში,40-0 აგებ და ყველა გაქებს:))აუ რა კაია,გენაცვალეთ თქვენ,რა დაბალი თამასაა."ლელო ვერ დავდეთ მაგრამ ბოჭვა ჰქონდა მგეზავს პელე","მღლეტავები გვეზრდებიან-ვაცადოთ ბიჭებს" ვახ რა ერთსულოვნებაა,როგორი ჰარმონია,რა კეთილი ზღაპარია რაგბი.სად შEვიდე,რომელ კლუბში მირჩევთ,მეც ჯიგარი ვარ ძმაკაცობა მიყვარს,მაგრამ როცა ვაგებ ხოლე ყველა მტისკავს და ეს არის ჩEმი გადარჩEნა.მინდა რა რაგბის გაწონასწორებულობა.არ მინდა ეს სიგიჟე და არა კაცობა,სულ რომ აგებ და გსაყვედურობს გულშემატკივარი.რაგბი მინდა ,სულ რომ ცავაგო მაინც სუფთა ვარ,პირველი თოვლივით.ჰო კიდე აი სადაც ცუდად აგებენ 0;1 და ვერ ხევენ მაკედონიას როცა უნდათ იმათ წავართვათ რა ფული,მოედნები და ჩვენ დავხარჯოთ,მესამე ტაიმები ვაკეთოთ.ჩვენს ეგზოტიკაში ჩავიკეტოთ,კუნთებს ვუყუროთ სხვატკამ და ვისიამტკბილოთ წაგებებით
gio
15 ნოემბერი 2020 01:01
40
შენი კომანტარის მიხედვით ან ფეხბურთელი ხარ ან ამ ნომერ პირველი სპორტის დიდი გულშემატკივარი. ძალიან კარგად მესმის შენი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ზოგმა ვაი გულშემატკივარმა ფეხბურთის საერთოდ გაუქმება მოითხოვა და ზოგმა ნაკრების წევრებს საერთოდ გადაუარა. მაგალითად კანკავას და ოქრის, რომლებიც ამ თამაშამდე ისევ მაგათთვის,რომ გეკითხათ გუნდის სული და გული იყვნენ. მაკედონიას მხოლოდ იმაში გაუმართლა, რომ ევროპის შუაგულშია და მისი ჩვენ ბიჭებზე არაფრით გამორჩეული ფეხბურთელები უფრო ადვილად ხდებიან უკეთეს ჩემპიონატებში. სხვა ობიექტური ახსნა ვერ ექნება იმას, რომ ელმასი ნაპოლიში, ხოლო კვარაცხელია რუბინში თამაშობს. ასეთ გუნდებში თამაში თავისთავად უკეთეს ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას, უკეთეს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობს. რაც საბოლოო ჯამში ორ უმთავრეს კომპონენტში გამოცდილებასა და მაღალ საფეხბურთო კლასში გადაიზრდება.
ეხლა რაც შეეხება რაგბს აქ უკვე შენ იმეორებ ზემოთ ნახსენები გულშემატკივრების შეცდომას, როდესაც ასე ცინიკურ კომენტარს აკეთებ ნაკრების წევრებზე და მთლიანად ქართულ რაგბზე. ეს თამაში მართლაც, რომ სპეციფიურია და აქ ერარქიული სხვაობა ნაკრებებს შორის უფრო მაღალია ვიდრე ფეხბურთში. მგონია, რომ ფარერების სამოყვარულო გუნდთან უიმედოდ განადგურება მეტად მტკივნეულია ვიდრე რაგბში ინგლისთან ამ ანგარიშით დამარცხება. დამიჯერე ფეხბურთში, რომელიმე დიდ ტურნირზე ასეთ სიკვდილის ჯგუფში, რომ მოვხვდეთ იქაც სანატრელი გვექნება ერთი გოლის გატანა, როგორც აქ ლელოსი.
მიუხედავად ბევრი იმედგუცრუებისა ფეხბურთი და რაგბი ჩვენი თამაშია.
H
15 ნოემბერი 2020 10:47
1
გუნდურ სპორტში წარმატების მისაღწევად მთავარი არის მასობრიობა. ძალიან მარტივად აიღეთ რამდენი ადამიანია რაგბში ინგლისში, ან დაახლოებით ჩვენი ზომის ირლანდიაში, შოტლანდიასა თუ უელსში და შეადარეთ საქართველოსას. იგივეა ფეხბურთში და კალათბურთშიც. გუნდურ სპორტში თუ წარმატება გინდა მინიმუმ ორი ძალიან მაღალი კლასის სპორტსმენი უნდა გყავდეს თითოეულ პოზიციაზე. მაღალი კლასის სპორტსმენის ჩამოყალიბებას კი ბევრი ფაქტორის ერთობლიობა ჭირდება: ნიჭი, ფოზიკური მონაცემები, სწორად აღზრდა, იღბალი და ასე შემდეგ. რაც ცოტაა ასარჩევი, შესაბამისად ცოტაა გამორჩეული და გუნდი განწირული მაჩანჩალობისთვის. მაგალითად, ფეხბურთში, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდი, რომ ავიღოთ ერთ თერთმეტეულს ვერ დავაკომპლექტებთ თუნდაც საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელებით. იგივეა რაგბში. ყველაზე უკეთესად საქმე კალათბურთში გვქონდა, ალბათ იმის გამოც რომ იქ ნაკლები მოთამაშეა და ნატურალიზებულის თამაშის შესაძლებლობაცაა. ბევრი, რომ არ გავაგრძელო სათავე წარმატების არის მასობრიობა, ამას ჭირდება გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა და დრო.
გიორგი
14 ნოემბერი 2020 23:10
1
სკოლებისათვის ფიზკულტურის მასწავლებლები აღარ გვყავს და რა მასობრიობაზეა ლაპარაკი?მძლეოსნობა,როგორც სპორტული დისციპლინა, აღარ არსებობს საქართველოში და მის გარეშე,სპორტი ვერ ანვითარდება.ისაა ყველაფრის საფუძველი.
სოსო
14 ნოემბერი 2020 23:27
1
შოტლანდიასთან შედარებით,უკეთესობა იგრძნობოდა,მაგრამ ინგლისელებმა ზუსტად იმდენი გაგვიტანეს,რამდენიც სჭირდებოდათ.კარგად ივარჯიშეს და ჩვენც გვავარჯიშეს, დაცვაში.აი შეტევაში კი,რა უნდა ვთქვათ?საერთოდ არ გვქონია.ფეხით თამაშშიც უკვე დიდი ხანია სულ უკან და უკან მივდივართ.ბურთის ცენტრიდან შეტანა ხომ სტანდარტული სიტუაციაა და ბოლო რამდენიმე თამაშში,საბრძოლო კი არა,უკვე მოედანზე ბურთის დაცემასაც კი ვერ ვახერხებთ,უკვე რამდენჯერ გავუშვით მოედანს გარეთ,რამდენჯერ ჯარიმა ვერ გადავიტანეთ,ერთი სიტყვით,უკვე ვფიქრობ,კვირიკაშვილის დაბრუნება ხომ არ სჯობია თქო.მის დონემდე,ვერც ერთი ვერ გაიზარდა და რეგრესირებენ კიდევ.მომდევნო თამაში უელსთან გვაქვს და დღეს,საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ.ალბათ მათთან უნდა ვეცადოთ რაღაცის გამორჩენას.ირლანდიამ 32-9 მოუგო.მერე ირლანდიასთან ცოტა სულს მოვითქვავთ და ბოლო თამაშში ვინც შეგვხვდება,იქ უნდა ვეცადოთ რაც შეგვიძლია.დღეს იტალიას ვუყურე და ძალიან მომეწონა.შოტლანდიას,50 წუთი უგებდნენ და სჯობდნენ თამაშით.მხოლოდ სკამის სიმოკლემ წააგებინათ.ისე ორად ორი სრულფასოვანი ვარჯიშით,ამდენ პროგრესს რომ მივაღწიეთ შერკინებასა და დაცვაში თამაშში,ეგეც საკვირველია.შეტევის გარეშე კი,საერთოდ რაზე უმდა ვიფიქროთ,არ მესმის.მცდელობაც კი არ გვქონია,აზრიანი.ამ კვირაში ალბათ მაგაზეც და მოლებზეც იმუშავებენ.აუტს არა უშავდა.ერთი სიტყვით,უკანა ხაზის თამაში, ადრეც ხომ იყო და ახლა უფრო დიდი თავის ტკივილი გაგვიხდა.ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.ძალიან,ძალიან ბევრი.ახლა სრული კვირა აქვთ სავარჯიშოდ და იმედი მაქვს,კარგად გამოიყენებენ ბიჭები.
სოსო
14 ნოემბერი 2020 21:43
0
საქმე იმაშია, რომ უელსს ირლანდიამ რახან სოლიდურად მოუგო, ჩვენ სულის მოთქმის საშუალება არ გვექნება. ეგეც არ იყოს, ირლანდია ძალიან მაღალ ტემპში თამაშობს, რომელსაც ნამდვილად ვერ ავყვებით. არც უელსის დამარცხებაზე შეიძლება ფიქრი, მაგრამ მგონია, ინგლისზე უკეთესად ნამდვილად ვითამაშებთ. ეს უელსი სულ რაღაცას ცოდვილობს და ეგებ მანდ რამეს გამოვკრათ ხელი
: )))))))
15 ნოემბერი 2020 01:15
0
ჰაერში ახტომის და ბურთის დაჭერის რატო ეშინიათ? ჟვანია დააბრუნეთ ნაკრებში და გოგიჩაშვილს ჯერ არაფერი ეტყობა საიმისო რომ იყოს ნაკრებში. მაღალი ბურთების შიში... მიყოლა ეზარებათ.. 2კაცი ბრძოლობს სხვები უყურებენ თუარ შემოუძახე იქამდე..მერე დაგვიანებულია უმეტესად... მოლი მისახედია როგორც დაცვითი ისე შეტევითი.. შერკინებას არაუშავდა მაგრამ რეგრესი მანდაც გვაქვს.. 1ხაზელებს არაფერი დაეწუნებათ მეორე ხაზში უფრო ძლიერი ხალხი გვინდა..
რომა
14 ნოემბერი 2020 22:30
0
მელიტონა გაუშვით წინსვლა არ გვაქვსო,ეხლა ხომ მივფრინავთ მთელი სიჩქარით წინ
ბათუმის ფანი
14 ნოემბერი 2020 22:52
6
ვინც რაგბიში ვერ ერკვევა უაზრო კომენტარებს ნუ დაწერს. 40 ქულაზე მეტი ვერ გაგვიკეთა მრისხანე ინგლისმა! მოლის გარდა, დაცვაში დაგლიჯეს ჩვენმა ლომებმა!
რაგბის ფანი
14 ნოემბერი 2020 22:46
17
კაი მოლი ვერ გააჩერეს ვერ გააჩერეს, მაგრამ ბურთის აუტში გადატანას დიდი ძალისხმევა სჭირდება ნეტავ?..
zaza
14 ნოემბერი 2020 21:41
0

სიახლეები პოპულარული