მერაბ შარიქაძე: დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" პირველ ტურში ინგლისთან 0:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, საუკეთესოს მეტოქის წნეხში მოქცევის კუთხით. როდესაც მათ ბურთი ჰქონდათ, უდიდეს წნეხში ვექცეოდით. ამ თამაშით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც შემდგომში წნეხთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

თუ გვსურს რომ გავხდეთ უკეთესები და მეტს მივაღწიოთ, აუცილებელია ინგლისის და სხვა წამყვანი ნაკრებების წინააღმდეგ ხშირი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვივარჯიშებთ და რას გავაკეთებ, აუცილებელია ამათთან თამაში!".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
სიმართლეა და მიდგომაც სწორია. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
გიორგი
01:03 15-11-2020
1
მე უფრო ვიტყოდი, რომ ინგლისმა ჩვენთან შერკინება კარგად ავარჯიშა. ედი ჯონსმა ბექები სპეციალურად არ ჩართო, მასე ადვილად გადაგვივლიდა. იცის რომ შერკინება კარგი გვაქვს, 100 %-ით დატვირთა და სასურველი შედეგიც მიიღო. საჭიროება რომ ყოფილიყო, ბექებსაც მიაშველებდა. არ დაჭირდა, უბრალოდ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული