ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რვა ერი: საქართველოს ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა [VIDEO]

რვა ერი: საქართველოს ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა [VIDEO]

"რვა ერის" მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პლენეჰლიპში უელსთან 0:18 დამარცხდა.

მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.

• დიმა-ს

შერკინება რო ძველი გვყოლოდა, დარწმუნებული ვარ მოვიგებდით მაგ თამაშს...

• თენგაბი

ვერაფერი ექსპერტი გახლავართ, მაგრამ მომეჩვენა რომ უელსს მნიშვნელოვნად არ ჩამოვრჩებით და უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე უელსმა მოიგო. ბევრ შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ სწრაფი და დინამიური თამაში.

• gogia

არა უშავს ირლანდიას აუცილებლად მოვუგებთ ოღონდ თამაშამდე ორი დღით ადრე არ უნდა დაიწყოთ ბაქი-ბუქი აქაოდა ცვენ მაგრები ვართ და უნდა მოვიგოთ,ტრაბახი და ბაქი-ბუქი არ გინდათ როცა გადახტებით ჰოპლასაც მაშინ დაიძახებთ და მორჩა.

• 11

ეს იდიოტური ბრექაობა რომ ქართველები მაგრები ვართ და მთელი მსოფლიო გვაფასებს დაგვღუპავს დროა ვისწავლოთ, ვიშრომოთ და გავისარჯოთ ისე როგორც დანარჩენი ერები აკეთებენ, ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ და ვიშრომოთ რომ დავეწიოთ ევროპას

• Giorgi

ვინც იძახით რომ 6 ერი არაა ჩვენი საქმე მათ გასაგონად. რაგბი ევროპაზე რომ შეცდომებს ვუშვებთ ტრაგედია არაა, რადგან ამ ტურნირში მონაწილე გუნდებთან შეცდომა გამოსწორებადია, ხშირ შემთხვევაში ამას ვერც მაყურებელი და ვერც გულშემატკივარი ვერ ვგრძნობთ რადგამ ამშეცდომას გართულება არ მოსდევს, წნეხში არ არიან, იმ იშვიათ შემთხვრვაშიც როცა შეცდომას ლელო მოსდევს ესეც არაა მტკივნეული რადგან, ერთი საპირისპიროდ ორს ვდებთ. ამიტომ საჭიროა 6 ერი რომ წნეხის დროს შეცდომები მინიმუმზე დავიდეს, გაითავისონ რომ შეცდომას შედეგი მოყვება და დაუსჯელები არ დარჩებიან. ეს რეგრესიც სწორედ იმის შედეგია რომ ყოველი მატჩი გასეირნება იყო. წავაგებთ 3-4 წელი ყველა მატჩს 6 ერში, მაგრამ მოვიგებთ 5-6 წლის შემდეგ. კი, მტკივნეულია წაგება, მაგრამ თუ წინსვლა გვინდა სხვა გზა არაა.

• zviads

თაობათა ცვლა და თან ცნობილი პრობლემები, ესაა სულ, ტონგასთან რომ გუნდი გვყავდა ის გუნდი ამ უელსს მოუგებდა დარწმუნებული ვარ. მამუკას და ზირაქას დონის ლიდერები აღარ არიან, პატარებს კი 2-3 წელი ჭირდებათ კიდევ, იმედია სწორად განვითარდებიან.

• სოსო

დისლაიქების ავტორებო,ამ კაცმა,რა თქვა არასწორი?

• სოსო

პაატა,როცა საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიოს თასზე,ინგლისთან 80 ქულით წავაგეთ,არა და ჩვენი ნაკრები,ყველას სჯობნიდა მიწოლაში,ჩვენ მოლშიც ვჯობდით თითქმის ყველას,მაგრამ სხვა კომპონენტების ხარჯზე,თითქმი დაძაბულობის გარეშე გვანადგურებდნენ მოწინავე გუნდები.მას შემდეგ ვვითარდებით,ვსწავლობთ,მაგრამ გაკვეთილები ძალიან ცოტა გვიტარდება,4 წელიწადში ერთხელ,1,ან 2 და ნასწავლს,მომდევნო გაკვეთილამდე,ვერ ვიხსომებთ.ახლა 4 გაკვეთილი უნდა ჩაგვიტარდეს,ასეთი რამე,არასოდეს მომხდარა.სწორედ ამისი იმედი გვაქვს,რომ ახსნილს გავიგებთ და შევითვისებთ.ცუდი ის არის,რომ ჩვენი ნაკრები გაკვეთილზე,სხვადასხვა გარემოებების გამო,მოუმზადებელი მივიდა და ახლა გაკვეთილების პროცესში ცდილობს გავლილი მასალის გახსენებასაც და ახსნილის ათვისებასაც.რამდენად შევძლებთ,ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი აკადემიური მოსწრება.

• ჭია-ს

კი ძმა გეთანხმები რო პოტენციალი აქვს ტაბუცაძეს, უბრალოდ ისეთი ელემენტარული შეცდომებიიი რბილად რო ვთქვა ნამეტანია. აი მაგის სისწრაფე რო ვიცით, მაგის ფლანგისკენ შეგორება-გადაკიდებას რატო არ ჩალიჩობენ ეგ კიდე ცალკე საკითხავია... მოკლედ ნიუანსები ბევრია და მათი დეტალურად განხილვა შორს წაგვიყვანს... ამ ასპარეზობის ჩამთავრებისთანავე მე ვთვლი რო ახალი კარგი მწვრთნელია სასწრაფოდ ჩამოსაყვანი! თუმცა ამათ ჯერ ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აურჩევიათ და ვინაა ჩამომყვანი???

• სოსო

საქართველო,კომენტარს რომ აკეთებ,ნანახი მაინც უნდა გქონდეს.ნახე მეორე ტაიმის ჩანაწერიც,1 საათი ვითომ არ გქონია.უფრო თამამადაც იტყვი სათქმელს.

• დიმა

კითხვა მაქვს ერთადერთი რაგბის ქომაგებთან (და არა "ბალელშიკებთან"). გუშინ რომ შერკინება არ გაგვესხა, დღევანდელი უელსის თანაბარი მეტოქის შეფასებას დავიმსახურებდით?

• ლუკა

ორი თამაშია დავიწვი ამათი საცოდაობით,წლების წინ რაღაცას მაინც თამაშობდნენ ახლა რაც იცოდნენ ისიც დაავიწყდათ,ყველა სათამაშო რგოლი რისგანაც რაგბი შედგება ნაკრების მ.ქ.კ ნოლის თოლია,რაც ანგარიშზეც აისახება,ერთად ერთი შეღავათი ისაა რომ 48-0 არ წავაგეთმეორე თამაში.დარჩენილ თამაშში მაგარი მირწევა იქნება ლელო თუ გავიტანეთ ან ჯარიმა,რომ ნული არ გვეწეროს გრაფაში.მაგრამ მე მჯერავს რომ დაიზრდებიან ალგეთ ლეკვები მგლისანი...ითდ-ა

• ₾ადო

ერთჯერადია ეგ 8 ერი :( ჯერერობით ასეაა გამოცხადებული. ბიჭები ნამდვილად შეიცვალენ, თუცა, მაგ 6 ერამდე ჯერჯერობით შორია... და ქულას რომ ვერ ვიღებთ ეგაა ყველაზე სამწუხარო. იემდია სერკინებას და მოლსაც ეშველება (ხელით თამაში თუ არ ისწავლეს, არაფერი გამოვა...)

• გიგი

მათთვის ვინც მხოლოდ კატასტროფას ხედავს დავწერ: სადაც არ გამოგდის იქ ჩანს ყველაზე კარგად ის ხარვეზები რომელზეც მომავალ ვარჯიშებზე და თამაშებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ამ ნაკლოვანებების გამოსავლენათ ამაზე უკეთეს მეტოქეებს ვერ ვინატრებთ, რადგან ვისთანაც ჩვეულებრივ ვთამაშობთ იმათთან გამოგვდის ყველაფერი და განვითარება შეუძლებელია. ბევრჯერ დაჯარიმება იმის ბრალია რომ რაქში თამაშია დასახვეწი, ხოლო უქულოდ გამოსვლა მოედნიდან სწრაფი შეტევის ვერწარმოებაა. შეტევისთვის აუცილებელია ბურთი მოძრავ მოთამაშეს გადავცეთ და არა გაჩერებულს. ყველაფერს ერთად ვერ გამოასწორებ მაგრამ არც ყველაფრის ერთად გამოსწორება უნდა ცადო. თანმიმდევრულად კონკრეტული კომპონენტებია დასამუშავებელი და რა თქმა უნდა გამოცდილი სპეციალისტების მიერ უნდა გაკეთდეს მითითებები. ჯანმრთელობა და წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ყველა თქვენთაგანს.

• buba

მოკლედ ბუთი სადაც არის იმ სპორტში არ გვიმართლებს რა...

• buba

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ ტაქტიკაა და ფრთხილად ვიყოთ...

• ლევანი 76

თვალში საცემია გოგიჩაშვილის და მელიქიძის რეგრესი... დაგვიბრუნეთ ზუზუ, შანსი მიეცით ტაბიძეს. ისევ შეიძლება კაკოვინის და ასეიშვილის გამოყენება... ჩილაჩავას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ძალიან გვაკლია.

• Ok.

ქულის ასაღებად არეკნები რომ იჩალიჩონ არა? ასეთ ძლიერ გუნდებთან უნდა მოვსინჯოთ რომ მშრაზე არ დავამთავროთ.. მაინტერესებს რატომ არ ვურტყამთ არეკნებს

• სამწუხაროდ

ზოგიერთ ვაი გულშემატკივარს: თქვენი ორმაგი სტანდარტი შუბა დავხიე მე.

• niko

ჰო და კიდევ იმას დავამატებდი 16 წელი ვთამაშობდი, ტრამვიანობას და ჯარის მიერ გაცდენილ წლებს თუ არ ჩავთვლით და ტყუილად არ ვწერ რასაც ვწერ. გითხარით წინა ბმულებზე კიდევ რომ 0 ზე წააგებდნენ თუ ხელით არ ითამაშეს და ასეც მოხდა. უბრახონონ ეს ფეხი მაგრამ ჯერ დამიძნებით ბრახუნზე ივარჯიშონ და მერე იქნებ რამე გამოუვიდეთ. ამიტრომ ვისაც თქვენ ჩემი ანალიზი არ მოგწონთ და მიწუნებთ თქვენ ჩემზე მეტად ამაზე გული ვერანაერად ვერ შეგტკივათ და ვეც სახსრები, თუ ზურგი და კისერის ტკივილს გრძნიბთ ალბათ. ჩვენ ძველი თაობის წარმომადგენლები ვხედავთ რა ხდება და გული გვიკვდება. და კიდევ გავიმეორებ არ შეიძლება არქიფოების სპორტში ჩარევა, პოლიტიკის გაკარება რადგან სადაც პოლიტიკოსებმა ხელი სეყვეს ყველგან აირია ყველაფერი. Aრ შეიძლება მთავრობის თუ ვინმე სხვის გავლენი ქონა არც ერთ სპორტზე. და თუ დაფინანსება უნდათ ეს უნდა კეთდებოდეს ქვეყნის საკეღთილდღეოდ გულშემატკივართა და გაჭირვებული დაქუცმაცებული საქართველოს გასახარად და უანგაროდ ყველაფერი. ჩვენ ქვენის პოლიტიკოსებს ისიც არ ესმით რომ თავიდანვე არასწორი გზა აირჩიეს და რაც 90-იანებში მოხდა კიდევ ის მოხდება რადგან ქვეყანამ ჭკუა ვერ ისწავლა გასაერთიანებლად და ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ეს ვერ გააკკეთა. Yველა თავისი ჯიბის გასქელებაზეა ისევ გადასული და ბანანის რესპუბლიკა ვართ როგორც ვიყავით. კანონი ჩვენ არ გვეხება და არაფერი რაც იმ ევროპელობა რომ გინდათ და არ გესმით რატომ არის გერმანია,შვედეთი, ნორვეგია, დანია და მისდაგვარი ქვეყნები ასეთ კარგ დონეზე. ამავე დროს ვართ ზუსტად იმ ფეოდალური არაბული ქვეყნების დონეზე რომელნიც ნავთობით გამდიდნრენ მაგრამ, ჩვენ ის ნავთობიც არ გვაქვს და მათნაერი სულიერად განუვითარებლები ვართ, ფარისევლები, სიმართლეს ვერ ვხედავთ, ქალის ადგილი ისევ ქუხნაშია, ამ დროს დედის გინებისთვის მოვკლავთ დაუფიქრებლად, დედის სიყვარული ამ დროს არაფერ შუაშია და ისევ რქიანი ამპარტავნობის ბრალია, გზაზე მანაქანით სიარული და წესრიგის დაცვა ხომ უკვე სასაცილოა ამ დრომ რამდენი ახალგაზრდა გარდაიცვლალა დაუდევრობით, ნასვამი, ნაკაიფარი თუ მარიაჯობის გამო? ... არ მინდა ყველას შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ ცაში ყურებით, ფარისევლურად პირჯვრის წერით, და ენის დანაგვიანებით "კრეატიულად " თუ ცალსახად, თუ რაც მოდური დებილური სიტყვებია შემოტანილი დღევანდელ ქართულში იმის გაწმენდიდან იწყება ყველაფერი, ნაგავს რომ ქუჩაში არ დაყრი და მზესუმზირის ნაჭუჭებს მიაფურთხებ სტადიონზე იქნება თუ ქუჩაში, ჩაცუცუქული რომ არ ჩაჯდები ბირჟაზე უსაქმურად, დედას რომ არავი შეაგინებ, შეურაცყოფას არ მიაყენებ, ხეიბარს, დაუნის სინდრომიანს არ დასცინი და დაეხმარები, ბოლო კაპიკს ამოიღებ და ქუჩაში ბებოს თუ ბაბუს მისცემ იმის მაგივრად რომ დათვრე, გატიალდე, გასკდე ჭამით და უაზრო ბანალური გადაღეჭილი ასიათასჯერ ნათქვამი და გალექსილი სადღეგრზელოები იძახო და ისმინო, წასულების იქნება თუ მოსულების... აი იმ საქართველოს გაუმარჯოს როდესაც ყველა თავის საქმეს პროფესიონალურად მოეკიდება პრეზიდენტიდან დაწყებული და ქვეყნის საკეთილდღეოდ, მომავალი თაობებისათვის უკეთესი ქვეყნის შექმნისათვის რომ მუხლმოდრეკილი და დაჩოქილი იმუშავებს, გაწივებულს, ხანდაზმულს, ხეიბარს, ერთმანეთს მიხედავს, როდესაც ერთმანათზე აუგს არ ვიტყვით, და ღიმილით გამარჯობას ვეტყვით და თვალს გავუსწორებთ ერთმანაეთს და სიმერთლეს.... ეს როდესაც მოხდება მერე ყველაფერს დაეტყობა,მიდებულ სოფლებს, მიგდებულ დაუმუშავებელ მიწა წყალს, გაყიდულ მიწებს, რესურსებს, რაგბსაც, ფეხბურთსაც, ემოგრანტებიც დაბრუნდებიან, აშენდება საქართველო და გაიხარებს... ხო და არ გამოქავეყნო რედაქტორო კიდევ რადგან ეს გინებაზე უარესი თქვენთვის ალბათ და სტარდატებს სიმართლე არ შეესადაგება

• ჭია

იმათ გასაგონდად ვისაც გონია რო ამ 0-ქულიანი შედეგებით "ევროპელები ცუდად ავალაპარაკეთ" - ძალიან ცდებით!!! პირიქით! მაგალითად ირლანდიელმა რაგბის ექსპერტებმა (ნაკრების ყოფილმა მორაგბეებმა) დღეს ძალიან დადებითი შეფასება მოგვცეს. განსაკუთრებით მოეწონათ 13-0ზე 60 წუთის მერე ხელდახელ რო შევუტიეთ და უელსი წნეხში მოვაქციეთ - აშკარად არ ველოდითო, გვეგონა 60 წუთის მერე უელსი მოგუდავდაო საქართველოსო მარა იმათმა პირიქით მოაქციეს წნეხშიო. იყო ობიექტური კრიტიკაც იმ სათამაშო ელემენტების რომელშიც ჩვენც ვიცით რომ მოსამატებელი გვაქვს - მარა აშკარად ხედევან რომ ვცდილობთ დაბალანსებული რაგბის თამაშს და აღარ გვინდა მარტო "ჯანიანი ბიჭების" გუნდი ვიყოთ. ეგ კი უმნიშვნელოვანესია იმისთვის რომ ტიერ 1-ის დონეზე მეტი პატივი გვცენ და მეტი ტესტების შესაძლებლობა მოგვცენ.

• მამუკა

ნამდვილ რაგბს თამაშობენ 6 ერი, ზელანდია, ავსტრალია, აფრიკა, არგენტინა, იაპონია. მერე მოდიან ფიჯი, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ, კანადა, რუმინეთიც. კარგი იქნებოდა ჯერ შედარებით სუსტებში გვეთამაშა, მაგრამ ჩვენ ევროპაში ვართ, ამიტომ პირდაპირ 6 ერის ნაკრებებს შევხვდით. მაგარია, როგორც იქნა. მართალია მათ ჯერ კაი ხანი ვერ გაუტოლდებით, მაგრამ ნამდვილ რაგბს გაუგებთ გემოს. რუმინეთი ვერც მოხვდა იქ. ჩვენ ვჯობივართ სამოას, ტონგას, ურუგვაის, აშშს, კანადას და ჩვენს ქვემოთ ვინც არის ყველას. 6 ერთან ყველა თამაშის წაგების მიუხედავად, ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ჯობია მათთან ვიყოთ, კიდევ რამდენჯერ უნდა მოუგოთ რუსეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, რუმინეთს ამოვიდა ყელში. ჩვენ მაქსიმალისტები ვართ, შედეგები უცებ გვინდა. ბობოლები სხვებს არ ეთამაშებიან, თუ არ გვეთამაშნენ როგორ მოუგებთ. მარტო მსოფლიოზე თუ შევხვდებოდით იძულებული იყვნენ, თორე რომელი კადრულობდა ჩვენთან თამაშს. ჩვენი ბიჭები მაგათზე მაგრები და ძლიერები არიან, მაგრამ კლასით ჩამოვრჩებით, სისწრაფით და კიდევ ბევრი სხვა რამით. იმიტომ მოგვდის შეცდომები, შეცდომებს გვაშვებინებენ. ჯერ კიდევ გასარკვევია 8 ერი გაგრძელდება? 6 ერი თებერვალში იწყება, კალენდარიც დევს. მგონი ისევ დაბალ ჯგუფში მოგვიწევს თამაში.

• ჭია

იმიტომ ვპროგრესირებთ ჩემო პაატა რო მარტო შერკინებაზე აღარ ვართ დამოკიდებული. თამაშის სხვა კომპონენტებს ვამატებთ და მომენტებში გამოგვდის. კი შერკინებაში და ზოგადად სტატიკაში მოსამატებელია მარა სულ ყველაზე დომინანტი რო ვიყოთ შერკინებაში თამაშის მრავალფეროვნების გარეშე არცერთი ტიერ 1-ის გუნდი სერიოზულად არ მიგვიღებს მაინც. ის რასაც შენ "არაფრის მომცემ გადაკიდებებს" ეძახი არის გააზრებული ტაქტიკა რო მოწინააღმდეგე ცუდ ამინდში საკუთარ ნახევარზე ბურთით ათამაშო, წნეხში მოაქციო და შეცდომები დააშვებინო. უბრალოდ ამ ტაქტიკას წარმატებისთვის ცოტა უკეთესი შესრულება ჭირდება დარტყმების, ხაზის აწევა და ა.შ. კი დღეს ბოლომდე არ გამოგვივიდა, მარა ხო უნდა ვეცადოთ? ხო უნდა ვივარჯიშოთ?

• ჭია

მიროსან, შენ გაიხარე! 100%-ით გეთანხმები ყველა სიტყვაში - გამისწორდა საღი კომენტარის წაკითხვა, თორე იმდენი უაზრობა წავიკითხე არც ვაპირებდი არაფრის დაწერას თორე ცუდად ვიტყოდი რამეს. ერთ-ორ რამეს დავამატებდი შენ ნათქვამს, მართალია ტაბუცაძემ აშკარად ჩააგდო ეს თამაში მაგრამ ბოლო სამ თამაშში მომენტებში გამოჩნდა რო ამ ბიჭს აქვს პოტენციალი - უბრალოდ ძაან ჭირდება მაღალი დონის თამაშები (მაგალითად ფრენჩაიზის რიგებში) გამოცდილების მისაღებად. მიყოლაც და რაქის გაწმენდაც უკეთესი იყო დღეს მარა მოსამატებელია. ისე შეიძლება მიკერძოებულობიდან გამომდიოდა, მარა მომენტებში მეჩვენებოდა რო მბოჭავი არ უშვებდა ხელს და ისე გვართმევდნენ ბურთს მარა მსაჯი ათამაშებდა. გვეტყობოდა რო პირველ ტაიმში ბურთის გადაკიდება და პრესინგი ამინდიდან გამომდინარე ტაქტიკა იყო. მეორე ტაიმში როცა დასაკარგი აღარაფერი იყო და ავთამაშდით ხელდახელ გამოჩნდა რო შეგვიძლია - იმედია ეს ბიჭებს (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავდაჯერებას შემატებს. მოკლედ პროგრესი არის, სამუშაოც ძაან ბევრი!

• პაატა

ჩემთვის გაუგებარია რატომ ვთვლით რომ ვპროგრესირებთ, როდესაც იმ კომპონენტებში, შერკინება/მოლი, რომლებშიც მართლაც გამორჩეულად ძლიერები ვიყავით გვაქვს სრული რეგრესი?! ტაქტიკურად ისევ არასწორად ვთამაშობთ, არაფრის მომცემი ვითომ ზურგში გადაკიდებები, 78-ე წუთზე ცვლილებები და ა.შ. მესმის რომ ახალი გუნდი იქმნება, ხოდა როდესაც გამოკვეთილი სუსტი რგოლები გაქვს უნდა შეცვალო მოთამაშე. აბა როდემდე უნდა ტანჯო ისიც და გულძემატკივარიც?! იმედია ირლანდიასთან ჯარიმას მაინც გავიტანთ და ასე უქულოდ არ დავასრულებთ ამ ტურნირს. წარმატებები ჩვენს რაგბს!!!

• გლახუნა

ბიჭებო მოუმატეთ ფიზიკას - გაცილებით მძლავრები უნდა შეიქმნათ, დაამუშავეთ შერკინება, მოლები როგორც შეტევა, ისე თავდაცვაში, უკანა ხაზმა სისწრაფე- კომბინაციები დაამუშავეთ ( უკვე პროგრესია აუტში და რაქში) და... 2-3 წელიწადში ელიტის ნაკრებების დამარცხებას დავიწყებთ!

• გლახუნა

აქაც როგორ და რაებს ბჟუტურობ, აზზრზე არა ხარ რაგბზე და არც ზოგადად სპორტზე-ც... ელიტის კონკურენციაში შევდივართ- ვუპირისპირდებით, მაშინ როცა ეროვნული ჩემპიონატები თითქმის არა გვაქვს, ანუ რუსეთუმეებმა 2012 წლიდან - სახელმწიფო გაგვიძარცეთ, გააღატაკეთ, ჩამოშალეთ და... ისე შეხსენებისათვის - რაბი - საქართველო - რუსეთი - 46 -0, აბრუსებულები ( მენტალურად) ამას ვერ იტანთ და... როგოორ -,, ყველაზე სამარცხვინო - ოო (?!)... - ზოგადად ქართულ სპორტში ერთადერთი პრობლემაა - ფინანსები და აქედან გამოწვეული უკონკურენტობა, რაც სწორად - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული... - რთული გასაგებია?!

• ქალის სიმართლე

თავიდანვე ვიტყვი რომ ჩვენს მამაც მორაგბეებს თავგადაკლული ვქომაგებ მრავალი წელია და რაგბის წესებსა თუ სპეციფიკაშიც კარგად ვერკვევი (მერე რომ არ დამწამოთ რაიმეს უცოდინრობა). იმის მიუხედავად რომ ცალკეული კომპონენტები თამაშიდან თამაშამდე თანდათან უმჯობესდება და ბიჭებიც მთელი ძალით იხარჯებიან, ამ დონის გუნდებთან თვალშისაცემია კლასის ნაკლებობა (ეს ბუნებრივია) და ჩვენი ძლიერი მხარეების დასუსტება. და რაც ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს, თქვე კაი ხალხო, რა გახდა ზედიზედ ორი თამაში 0-ებით დამთავრება? რატომ ალაპარაკებთ ყოყოჩ ბობოლებს და აქაც ზოგიერთ ჩასაფრებულებს, რომ ესენი ვინ ყოფილანო?! რამდენიმე წლის წინაც ვაგებდით ამ გუნდებთან მაგრამ ქულებს (ლელოებსაც) ვიღებდით - მსოფლიოზე იმავე უელსის უფრო ძლიერ კრებულთან, ან კიდევ შოტლანდიასთან როცა 2-2 ლელო დავდეთ. და რატომ ხდება ასე? სხვა მიზეზებთან ერთად, მე მიმაჩნია რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ლევან მაისაშვილი ვერ არის იმ დონის რომ ესოდენ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთი ზიდოს. ფაქტები ჯიუტია და ამ კომენტარზე დაწერილი დისლაიქები ვითარებას ვერ გამოასწორებს, სასწრაფო მოქმედებაა საჭირო თორემ ჩვენი უსაყვარლესი რაგბი მალე საშაყირო გახდება!

• korona de ezugbaia

ჩემი აზრი: - ეგენი გავაგიჟეთ ქათინაურებით, არადა "აბა მამი ზღვა?" - ეგ ტიპები არიან, NULOVANI ინტელექტით, მწვრთნელი ვააბშჩე ჯანზე ვერ არი, რაც თამაშზეც აისახა,,, ეს კრეტინები რაგბის წესებს არ იცნობენ? რა ამბავი ჯარიმა აიკიდეს,,,მოკლედ, ახლა რუსეთიც გამოგვისვამს რაგბში,,,ისე დედა აქვს ქვეყანას ნატირები არამარტო რაგბში ან ფეხბურთში, ალბათ, უარეს უნდა ვეელოდოთ... ჰა, მაჩალკებო, შეუძვერით დღეს მეხუთე დირკაში, თანაც უსაპნოდ, "ზარატუსტრას", კიკუებო, თვენს გამოა რომ კიდევ დიდხანს აზრზე ვერ მოვალთ, "გორე ამომრჩევლებო", ვერც რაგბიში და ვერც ცხოვრებაში...

• დივანზე წამოწოლილ "პროფესორებს"

"სუსტი" უელსის წლევანდელი შედეგები: უელსი-იტალია 42:0 ირლანია-უელსი 24:14 უელსი-საფრანგეთი 23:27 ინგლისი-უელსი 33:30 უელსი-შოტლანდია 10:14 ახალგაზრდული შემადგენლობა პირელ რიგში საქართველოს ჰყავს ამ ტურნირზე. უელსს სულ სამი კაცი ჰყავდა ნაკრებში გამოუცდელი და ისინიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ და არა დიდ ათში. ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს და მთელი სულით და თამაშობენ ყველა თამაშს. სწორი მართვა თუ იქნება და თუნდაც ერთი გუნდი, რომ შევაგდოთ პრო 14-ში, ძალიან დიდი შედეგები გვექნება რაგბში.

• სააკაძე

კობიაშვილმა ბარემ რაგბის ფედერაციაც ჩაიბაროს.

• mirosan

მოდი ფეხბურთის გვერდზე იპოსტავე რა ჯიგარ....

• mirosan

მოკლედ პირველ რიგში იმ ყლპროფესორების გასაგონად მინდა ვთქვა, რაგბს რო ფეხბურთის პონტში განუხილავს და ურაპატრიოტიზმიდან უბერავს, ფეხბურთის გვერდზე მიბრძანდით და იქ პოსტეთ. რაც შეეხება თამაშს: ფაქტია რო შერკინებაში დომინანტები ვეღარ ვართ... ნუ გოგიჩაშვილის შემთხვევაში გასაგებია, ახალბედაა და უსრულებენ, შეცვლაზე რამდენჯერ შემოვიდა მის მხარეს აქცევენ და გვაჯარიმებენ, მაგრამ პირველ ტაიმში ძველი გამოცდილი ბურჯების დროსაც რო იგივე შეცდომა იყო? ფაქტია რო ჯამურ მასაშიც ამჩატებულია შერკინება... ნუ უკან მიყოლა გაქცელ შემტევზე და დაზღვევა ხო მუდმივ პრობლემად გვექცა...მოედნის ხედვა პასის გაცემისას, ფეხით გადაკიდებისას...ამ ასპექტებზე ბევრია სამუშაო....არ მინდა პერსონალურად დაგრუზვა გამომივიდეს, მარა ტაბუცაძემ აშკარად ჩააგდო წინაც და დღევანდელი თამაშიც. ხმალაძეს რა ჭირს ვერ გავიგე, ცენტრიდან უკვე მეორეჯერ პირდაპირ აუტში დარტყმა რაღა უბედურებაა, დაბერდა კაცი ნაკრებში... ახლა დადებითი და აშკარად გაუმჯობესებული მომენტები: აშკარად გაუმჯობესებული მოლი შეტევითიც და დაცვაშიც, არ ვიცი მიქაუტაძის დამსახურება იყო თუ რა, მაგრამ აშკარად თვალშისაცემი იყო.( აშკარად დაგვაკლდა მიქაუტაძე, ტრავმის გამო მისი გაყვანის მერე მოლი აღარც აუგორებიათ ჩვენებს) დერეფანში რამდენჯერმე წართმეული ბურთიც აქტივში შეიძლება ჩაითვალოს. ხელდახელ თამაში , აი ამას ვითხოვ პირადად მე უაზროდ გადაკიდებული ბურთების მაგივრად და დღეს აშკარად უკეთესი იყო მცდელობაც და შესრულებაც, წინა თამაშებისგან განსხვავებით. აი დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე გამოჩნდა რიგორ გვაკლია ისეთი მოთამაშეები როგორებიც იყვენ კაჭი, ნემსაძე, სუთიაშვილი....ნუ მამუკაზე აღარაფერს ვამბობ...ჩილაჩავა გვაკლია ძალიან...დარწმუნებული ვარ ეს ჩამოთვლილები რომ ყოფილიყვნენ დღეს მოვიგებდით თამაშს. მე პირადად პოზიტიურად ვარ განწყობილი, ბიჭები არაფერს იშურებენ და ბოლომდე თამაშობენ...აქ ვერავინ იტყვის რო თავი დაზოგეს და ჯიგარი არ ჩადეს თამაშში. უნდა გვესმიდეს რო ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიდის და არც თუ უმტკივნეულოდ, მაგრამ მჯერა რი თუ ასეთი თამაშები რეგულარულად გვექნება ბობოლებთან 3-4 წელიწადში მინიმუმ იტალიას ვახოხებთ!!! ამისთვის სასიცოცხლოდ აუცილებია ფრანჩაიზი, რიმლის გარეშეც აუცილებლად დაიწყება რეგრესი, ადრე თუ გვიან!!! წარმატებები ბიჭებს!!! ირლანდიასთან კიდე უფრი კარგ თამაშს და ქულებს ველი

• დავით 67

ისევ მწვრთნელი ისევ ფედერაცია. ვერ ხედავთ რომ მწვრთნელის შეცვლით არაფერი არ შეიცვლება? საერთოდ ქართველებს გუნდური თამაში რომ არ გამოგვდის ვერ ხედავთ? ყველა ცალ ცალკე მაგარია. ჭიდაობა ძალოსნობა ჭადრაკი. თუმცა ჭიდაობაში უკვე ვეღარ. წინა კომენტარში ამჟამად უფრო მეტი ლაიქი მივიღე და მეწყინა კიდეც. საქართველოში ყველა სპორტს დედა აქვს ნატირები. ყველაზე სამარცხვინო რაგბი გვაქვს. ფეხბურთი მერე. ფეხბურთში პენალტით მაინც გააქვთ გოლი. ესენი კიდევ არარაობანი არიან 8 ერში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გუნდი შექმნეს მხოლოდ რუსების მოსაგებად. აბა სხვაში ხომ სულ დაბალი დონე არიან ისედაც

• Ოთო

ნაკრებში უამრავი პრობლემაა, მაგრამ, მხოლდ ტრენერის ახირება შემადგენლობაზე გავაკეთებ კომენტარს!უკვე მერამდენე თამაშია შერკინება უსუსტესი მეორე ხაზით და მინიმუმ ცალი ფლანკერით თამაშობს,რაც აისახება ბურჯების თითქოს ჩავარდნაზე. ბევრი მოთამაშე ნაკრების დონეზე არ არის და აშკარად თვალშისაცემია. მაგალითდ უსუსტესი ფლანკერია საღინაძე და არ მესმის რატომ არის მუდმივად ძირითადში! გყავს ძალიან ძლიერი მიშო, კოკი, ოთია (რომელიც 8 ნომერია), იმედისმომცემი ჯალაღონია და მაინც მუდამ საღინაძე! მეორე ხაზზე ლაპარაკიც ზედმეტია!!! (კოტეს ან ეხება) რაც შეეხება ხაზს: სამწუხაროდ ნათელი წერტილი ისევ "ბებერი" თოდუა არის! 12ზე რამდენათაც ძლიერია ბოჭვებზე ბუკა, იმდენად სუსტია შეტევაში და ასეთი სუსტი მბოჭავი და ფიზიკურად სუსტი 13 მე არ მინახია! საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო მოთამაშეები არიან, ძნელაძე, სიმსივე და არის რამოდენიმე კიდევ ვისაც ვფიქრობ უნდა მიეცეს ნაკრებში შანსი! მაგრამ მაისაშვილი როგორც ჩანს ვერ ხედავს ან მოთამაშეებზე ჩაციკლული ვითომ ტრენერია. მე მას სანაკრებო დონეზე ტრენერად ვერ აღვიქვამ!!! მომავლის იმედი მაქვს და და მჯერა ერთ დღეს ისევ მოვუგებთ იაპონიას!!!

• vazha

მე დავინახე ის რომ ეს თამაში რომ ყოფილიყო ამ დონეზე მიყოლებით მეათე მაინც ამ თამაშში მინიმუმ 10 ქულსას მოვაგროვებდით და უელსი დადებდა ერთი ლელოთი ნაკლბეს

• TanoLife

დერეფანი მშვენივრად ითამაშეს. სამჯერ ბურთი აახიეს უელსელებს მათივე დერეფანში. ქულებს იმიტომ ვერ იღებენ ჯერ, რომ დაცვიდან შეტევაში გადასვლა უნდა ვისწავლოთ ძალიან სწრაფად, ქულები ასეთ ნაკრებეთან ხშირი თამაშის მერე მოვა. ანგარიშის შემცირება ბევრჯერ შეგვეძლო, მაგრამ ბიჭებმა ლელოზე წასვლა არჩიეს, რაც მისასალმებელია ასეთ ბობოლა გუნდებთან. უელსი მეორე გუნდით არ გვეთამაშა, უბრალოდ "წითელ დრაკონებს" თაობათა ცვლის პროცესი დაეწყოთ და შედარებით, გამბედაობა აკლიათ ბევრ საკითხებში, რასაც ძალიან მალე გამოასწორებენ. ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ. თაობათა ცვლა მტკივნეულად, მაგრამ სწორად მიდის. რეგრესი შეჩერერებულია. ბევრი შრომა და თანამედროვე რაგბის თამაში ძლიერ გუნდებთან. ყველაფერი გამოვა შვილებო. ვაჯკაც ბიჭებს, ყველაფერი გამოსდით.

• ოპტინისტი

არა უშავს, მოგება და წაგება, რომ იტყვიან ძმენი არიან. ასეთებიც ხდება. ესც პოზიტივია, გაკვეთილია, ხომ უკეთ ვივარჯიშეთ, უკეთ მოვემზადეთ და აი ირლანდიასან თუ ერთ მუშტად შევიკრებით და ამინდმაც ხელი თუ შეგვიწყო, მოგება რეალურად შეგვიძლია. და ეს იქნება ახალი ეტაპი ქართული რაგბის სახელოვან ისტორიაში, ოქროს ასობით ამოტვიფრული და ჩვენი შენართების დიდი ზეიმი.

• რაგბის ფანი

აუტებში და დომინანტ ბოჭვებში მაგრად ვაჯობეთ

• რაგბის ფანი

ახსნას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. მეორე ტაიმზე საინტერესო ჩემი კომენტარის წაკითხვა ნამდვილად არ იქნება.

• სოსო

2-3 წლის წინ,თვითონ ეს ბიჭები,ფეხით თამაშისას,ამდენ შეცდომას არ უშვებდნენ.ყოველ თამაშში ერთხელ მაინც,ცენტრიდან დარტყმულს,მოედანში ვერ ტოვებენ,სუსტი ფეხი აქვთ და ჯარიმა,აუტში ვერ გადააქვთ.კვირიკაშვილის დარტყმები რომ მახსოვს,საიდან სად უშვებდა ბურთებს,ახლაც ვნატრობ მის მსგავსს.შეტევაში თითქოს რაღაც ჩანასახი გაჩნდა,მაგრამ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაფუჭებდით და შერკინებაში ისევ ჩავისვარეთ.შერკინების უცხოელი მწვრთნელები,ჩვენგან სწავლობენ და თავის გუნდებში მიაქვთ,ჩვენ კი ყველაფერი დავკარგეთ.ასე გამოდის.ჯერ რომ ირლანდიასთან გვეთამაშა,ასე მგონია უელსთან შანსები გვექნებოდა,მაგრამ შეტევაში ნამუშევარი,აშკარად არ გვეყო.ეს უელსი კი,აშკარად ახალგაზრდული გუნდი იყო და მასთან თამაში,თავისუფლად შეიძლებოდა.ამ ტურნირით,მაისაშვილის შეფასება,არაფრით არ შეიძლება.სხვა გუნდის წევრები ჩვეულებრივ თამაშობდნენ,ჩვენ კი ამის საშუალება არ გვქონდა და შენზე ძლიერთან, ეს კიდევ უფრო რომ გიმცირებს შანსებს,ცხადია.რაღაც თამაშის მსგავსი,უკვე იყო,მაგრამ ორი თამაშის 0-ზე წაგება,ძალიან მძიმე მისაღებია

• David

ძალიან არ მინდა რომ პერსონალურად დავწერო ვინმეზე მაგრამ გოგიჩაშვილი ორივე თამაშში ძალიან სუსტი იყო და არა მარტო ამ ორ თამაშში. ჟვანიასთან მგონი ვეღარც უბედავენ მოდი ითამაშეო, რადგან მაგრად ჩაიჭრნენ.

• გიორგი

ნარიაშვილიც

• გიორგი

ნამდვილად უკეთესი იყო. ბურჯებს გვიჩაგრავენ, რაც უცნაურია. კაპრიზებს უნდა მოეშვას მწვრთნელი და საუკეთესო ბურჯები უნდა მოიწვიოს.

• საქართველო

ვისაც რაგბი ესმის,ყველა ამბობს ხოლმე,რომ ძლიერებთან უნდა ვითამაშოთ,რომ ვისწავლოთო. მე პირველ ტაიმს ვუყურე და ბურთი საერთოდ არ გვქონია.ფეხბურთის თამაში,რომ ისწავლო ბურთი რაც შეიძლება მეტ ხანს უნდა გქონდეს,რომ განვითარდე.დღეს 5 პასს გადააბამ,ხვალ 10 პასს და ესე ვითარდება ახალგაზრდა. რაგბში ეს ამბავი პირიქით არის? მე შთაბეჭდილება დამრჩა,რომ მთელი პირველი ტაიმი თავის დაცვას ვსწავლობდით,მეორე ტაიმი სამწუხაროდ არ მიყურებია.წარმატებები ჩვენ ბიჭებს.

• თემო

კაი რა თქვე კაი ხალხო,2 თამაშში 1 სამქულიან ჯარიმასაც რომ ვერ გაიტან საუკეთესო თამაში როგორაა? 2 თამაშში 2 ნოლი ძალიან ცუდი ნიშანია

• bego

ეს ჟურნალისტები სულ გამაგიჟებთ რა კარგად ითამაშეს სად ნახეთ თამაში საერთოდ იციან რაგბის თამაში უსაზიზღრეს უელსის ნაკრებს ეთამაშნენ რომელიც დებიუტანტებით გვეთამაშა და სამი შეტევა არ გააკეთებინა გუნდს რომელზეც წერთ რომ კარგად ვითამაშეთო,მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა სასწრაფოდ

• irakli

არც რაგბში ვარგივართ, არც ფეხბურთში

• RB

შერკინებაში ძალიან მოუკლეს, 3-4 ჯარიმა აგვკიდა უელსმა შერკინებიდან. მოლში გვაჯობეს. ხელდახელ თამაში არ გამოგვივიდა. რა კომპონენტში ითამაშეს უკეთ? უელსის მეორე შემადგენლობასთან ქულა ვერ აიღეს.

• niko

ამას უკეთესად თამაში აერ ჰქვია. უელსი მეორე გუნდით გვეთამაშა და როგორც წინ ბმულზე დავწერე რომ 0-ზე წავაგებდით ისევ ზუსტად ის მოხდა. მაისაშვილი არ არის სამწვრთნელო მასალა. და უნდა შეწყდეს პოლიტიკოსების გავლენა რაგბის ფე3დერაციაზე. სანდმ სულ დაგვიანებული არ იქნა და რუსეთმაც დაგვჯაბნა. თქვენ რაგბი არ გაქვთ ნათამაშები ალბათ და მარტო ნაყურებიდან მსჯელობთ. მაისაშვილსაც ბევრი აქვს ნაყურები, სად აქვს ნათმამაშები და რამდენი ის მოიძიეთ. ჰეიგამდელი გუნდი ამ უელსს ამოტენიდა. საწყენად არ ვამბობ არავისთვის. საწყენი ის არის რომ უკან მივდივართ. ზოგიერღების გავლენების გამო.

• თაზო

უამრავი შეცდომაა,დისციპლინაში ძალიან მოვიკოჭლებთ,არანაირი ფანტაზია და კრეატივი,ამ შერკინებაში კიდე რა გვეტაკა,და რა მიკვირს,შერკინებას ჩვენგან სწავლობდნენ და უცხოელი შერკინების მწვრთნელი რატომ გვყავს?და რა,თავს ზევით ძალა არაა?მწვრთნელი გვჭირდება უფრო მაღალი დონის,არაა ეს მაისაშვილი ის,რაც გვჭირდება.

• Zura

Davarqvat yvelapers tavis saxeli! Maisashvili aris drois kargva, drois kargva ki danashauli. 2015- 16 wels gvyavda msoplioshi sauketeso 1 xazi! Ori wlis win uelsis meore shemadgenlobastan (iseve rogirc dges) iseti upiratesoba gvqonda am komponentsgi, rom morkinali dagvimales da sherkinebashi ar dagvidgnen. Heigi da mere maisashvili 1 xazshi gaugonari sakadro politikit anadgureben am komponents. Chven rom tradiciuli upiratesoba gvqonoda statikur sherkinebashi. Aqet gvejarinebina am uelsis rezervtan movigebdit!!!! Es gogichashvili samarcxvinoa! Didi momavali aqvs- ertia, dges usystesia! Yaulashvili 1 nomeria da ara 3! Nariashvili travmis mere vegar aris domibanti,asakic sheepara, shesabamisad xelsheuxebeli agar ubda iyos. Heigi moizula xincgaga, kakovini, zvania, karlena. Maisashvili iguve gzas adgas. Gvacheches tetrashvili, bekoshvili, melikidze, axla gogichashvili. Am ukanasknels imedia perspeqtiva aqvs, magram dges ukaparakod jobnian ( travmianebis garda) mataradze, yaulashvili da 3ze dadgeboda tabidze.

• დავით 67

ამ სტატიის ავტორებს ოდნავ მაინც სირცხვილის გრძნობა მაინც არ გაწუხებთ? თქვენი დამსახურებაც არის, როდესაც მშრალი ანგარიშით დამარცხებაზე ქების სიტყვებს არ იშურებთ. ხომ ვიძახდი საქართველოში ერთადერთი სპორტია რაგბი სადაც სამარცხვინო წაგებაში დედას არ გაგინებენ,უფრო მეტიც შეგაქებენ კიდეც. ინგლისთან თამაშის მერე რომ დავწერე მსგავსი კომენტარი 57 დისლაიქი მივიღე. ასე გამარჯვებული გევლოთ უნიათოებო,ვინც ვერ ხვდებით რასაც ვამბობ. დამბლოკავთ?

• გიო-გოლი

მეორე თამაშია გოგიჩაიშვილი დაიჩაგრა შეკინებაში და რატო არ უნდა მაისაშვილს ამის დანახვა

• Me

უკეთ კი არ ითამაშა მაგ უელსს ინგლისი მოუგებს 22 ქულით და მეტითაც ორნახევარი მატჩი 0ქულა!!!!

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი

თავადაც ხვდება, რომ უშანსოდაა - პიმბლეტის რეაქცია თოფურიას ნოკაუტზე [VIDEO]

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!

იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის

"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"