საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
სულ მაინტერესებდა , რას უნდა გრძნობდე ადამიანი , რა შინაგანი ტრავმა უნდა გქონდეს , რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე , კრიტიკით კი არა ირონიით საუბრობდე : " აი , ვითხოვდით ექვს ერს და ვხედავთ რა დღეშიც გვაგდებენო " . ვინც , დოტლანდიიდან დაწყებული ყველა თამაშს უყურა , მტერი უნდა იყო , მხოლოდ საკუთარი ქვეყნის , რომ პროგრსი ვერ დაინახო . დღეს იყო , ერთ-ერთი საუკეთესო თამაში თავგანწირვით დაცვაში და შეტევაში მეტი დისწიპლინით , უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა . მთავარია აქ სხვა რამეა , თვითონვე აღიატებენ ამ ტურის მერე , რომ უნდა გაგვიღონ კარები , სხვა გზა არ არის განვითარების , მაშინ გვექნება სერიოზული რეგრესი . მასე იყო არგენტინაც თავიდან , სულ ბონუსებით აგებდა , რამდენიმე ათეული წელი დაჭირდა იმისათვის რომ , მოეგო ტიერ-1 გუნდებისათვის , სხვანაირად ზრდა არ გამოვა , ეგ კი არა , თუ ისევ ქვედა დივიზიონში მოგვიწევს მხოლოდ თამაში , შეხედეთ ესპანეთს , როგორი მოტივაციით თამაშობს , რამდენიმე წელში სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევენ , თუ ჩვენ არ განვითარდით . ამიტომაც ,დამწყდა გული უელსთან , ლელოც უნდა დაგვედო და მერე რა მოხდებოდა კაცმა არ იცის . წარმატებები ბიჭებს , ეს ორი დღეა მტკიცდებ , რომ დებიუტანტების ნდობა ამართლებს , ფეხბურთსაც იქნება გადაედოს ეგ მუხტი .
ATP 16
21:06 29-11-2020
6
დღეს ნამდვილად უკეთ ვითამაშეთ - საღოლ ბიჭებს, ეხლა ეოფორიას რომ არ ავყვეთ მაინც მინდა რომ შექკინებქში უკეთ ვითამაშოთ - ეს მაინც ვიცოდით!!!
აუტებზე ტრადიციულად ვერ ვთამაშობთ, ჩვენსას ხშირად ვაგებთ და მათ აუტზე არც კი ვხტებით და რატომ?!
ძალიან ხშირად იწყინარ სიტუაციაში ვჯარიმდებოთ და ბურთს ვკარგავთ!
ანუ ეს მგონი უფრო განოცდილების და სერიოზული თამაშების ნაკლებობით აიხსნება და ამიტო მგონია ერთადერთი შანსი ჩვენი განვითარებისა არის ფრანჩაიზი, ქართული კლუბი საფრანგეთის ან ინგლისის ჩემპიონატზე - თუკი შესაძლებელი არის ასეთი რამ...
leonardo
21:19 29-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული