მაისაშვილი: ყველას გვესმის, სადაა ფიჯისთან თამაშის მოგების გასაღები

AutoSharing Option
ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"შემოდგომის ერთა თასის" მატჩი მე-7 ადგილისთვის შაბათს, 5 დეკემბერს, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველო ირლანდიას დუბლინში, "ავივაზე" კვირა დღეს ეთამაშა და ფიჯისთვის მოსამზადებლად ერთი დღით ნაკლები ჰქონდა:

"უკვე მივეჩვიეთ, რომ კვირაში ერთი დღე მგზავრობას უნდა დავუთმოთ და სისტემაც ამის მიხედვით გვაქვს აწყობილი. რადგან ამ კვირაში მოსამზადებლად ერთით ნაკლები დღე გვქონდა, მხოლოდ სასწავლო და საშუალო ინტენსივობის ვარჯიში ჩავატარეთ. ამის კომპენსირება დღეს, კაპიტნის ვარჯიშზე მოხდა. თამაშისთვის
მზად ვართ. ყველას გვესმის, სადაა ამ თამაშის მოგების გასაღები და როგორ შევასრულებთ ამას მოედანზე, ხვალ გამოჩნდება", - თქვა მაისაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ორი სხვადასხვა სტილით მოთამაშე გუნდის დაპირისპირება:

"ეს არის ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდის, ასევე განსხვავებული ფილოსოფიისა და მენტალობის გუნდის შეხვედრა. ორივე ცდილობს შეასრულოს ის, რაც კარგად გამოსდის. ჩვენი თამაში ჯერ ის არ არის, რასაც ვეძებთ, მაგრამ მაქსიმალურად ვაბალანსებთ ხაზს და შერკინებას. შერკინება არის და უნდა დარჩეს ჩვენს ძლიერ მხარედ, მათ უნდა შეძლონ დომინაცია და მისი რეალიზება ხაზის მოთამაშეებმა მოახდინონ".

მაისაშვილმა ხაზი გაუსვა მეტოქის ხაზის მოთამაშეების სიძლიერეს:

"ხაზში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. ისეთი შემადგენლობაა, მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. შერკინებაში რამდენიმე მორაგბე აკლიათ, თუმცა აქ მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ფიჯელები ინდივიდუალისტები არიან და ისინი სივრცეში არ უნდა დავტოვოთ. ამინდი ძალიან ცუდია, მთელი დღე წვიმს და ხვალაც წვიმაა მოსალოდნელი, რაც ასევე გასათვალისწინებელია".

ხვალ ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ახალზელანდიელ ვერნ კოტერს, რომელთან დაკავშირებითაც მაისაშვილმა თქვა:

"ის მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ არა ჯადოქარი, ასე მოკლე დროში ფიჯისთვის თამაშის სხვა სტილი რომ მოერგო. მას უყვარს სტატიკიდან მარტივი თამაში და დომინანტი მორაგბეების გამოყენება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდფვილი ტესტი არის დღეს, ფიჯისტან.
შოტლანიას, უელსს, ინგლისს და ირლანდიას რომ ვერ მოვუგებდით ვიცოდით,წს ვარჯიშები იყო რეალურად.

მაგრამ უვარჯიშებელ (უთამაშებელ) ფიჯისთან (ჩვენი ოთხი ასეთი დონის ვარჯიშის შემდეგ) თუ ვერ მოვგებთ - მაშინ ყველა წინა თამაში წყალშია გადაყრილი და არაფერი შეგვმატებია.

ამინდი მომიზეზების საფუძველცი არ არის. წვიმა, სველი ბურთი და სველი მინდორი ფიჯის უფრო არ აწყობს - უფრო ძალისმიერი და ჩაკეტილი თამაში გამოვა.
იდალგო
11:36 05-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული