მაისაშვილი: თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი - ახლა სულ სხვა გუნდი ვართ

AutoSharing Option
ფიჯისთან "რვა ერის" მეოთხე ტურში 24:38 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"პირველივე წუთებიდან ჩვენ თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ,
ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია.

გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გასწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
ფიჯისთან მოგების არანაირი შანსი არ დაიტოვეთ საკუთარი შეცდომების გამო, ბატონო მაისაშვილო
გიორგი
21:41 05-12-2020
5
გასაგებია, მაგრამ ეგ არის თამაშის აზრიც, რომ წნეხიდან უნდა დავაღწიოთ თავი. ყველა მეტოქეც იმას ცდილობს, რომ მოწინააღმდეგე წნეხში მოაქციოს და ასე დაამარცხოს. უბრალოდ ჩვენ საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ და ესეც არ იქნება საკმარისი ფიჯის დონის გუნდების დასამარცხებლად - გუნდს არანორმალური ფიზიკური და ინდივიდუალური მონაცემების მოთამაშეები ჰყავს.
:))))
21:00 05-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული