საქართველოს ნაკრებმა "რვა ერზე" თავგანწირულად იბრძოლა - ამბობს რუსეთის ნაკრების ექსმწვრთნელი

AutoSharing Option
"რვა ერის" ტურნირი rugger.info-სთან ინტერვიუში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა მიმოიხილა და საქართველოს ნაკრების ასპარეზობა შეაფასა:

"იმისათვის, რათა თავიანთი სტატუსი შეიცვალონ და საკუთარ წვენში არ იხარშებოდნენ, მათთვის ასეთი დონის ტურნირი უბრალოდ აუცილებელი იყო. ახლა მთავარი ამოცანები გადაჭრეს. დარჩათ კლუბების დონის ამაღლება. საქართველო საუკეთესო ნაკრებთა დონეზე ადგილის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს და მაშინ იტალიისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს.

რაც შეეხება თამაშს, როგორც ვამბობდი, "ლელოელებისთვის" მთავარი ეპიზოდებისთვის ბრძოლა იყო. ასეც მოხდა: ისინი ყველასთან თავგანწირულად იბრძოდნენ, იბრძოდნენ მომენტებისათვის, გაიტანეს ლელოები. კარგი იქნებოდა, ფიჯი დაემარცხებინათ,
მაგრამ არ გამოვიდა. ჯერჯერობით. თუმცა, დრო გვაჩვენებს. თუ საქართველო საუკეთესო ნაკრებებთან თამაშს გააგრძელებს და ჩვენთან, ევროპის ჩემპიონატზე დარჩება, ასეთი გუნდის დამარცხება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან რთული ახლაა.მაშინ შეუძლებელი იქნება.
სოსო
17:29 10-12-2020
0
ძალიან ობიექტური და სწორი შეფასებაა
fani
19:55 09-12-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული