ქართველებმა რუსეთის ნაკრებს ორი ლელო გაუტანეს - რუსებს "ბორჯღალოსნების" ძლევის იმედი აქვთ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მატჩისათვის მომზადებას აგრძელებს და რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერთა ნაკრებთან სოჭში ამხანაგურ მატჩი 18:28 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდიდან ლელო ტარიელ დონაძემ და გიორგი ჭყოიძემ გაიტანეს, ხოლო დამარცხებულთა რიგებში ნიკოლოზ კაზალიკაშვილის დებიუტი შედგა.

ნამატჩევს კომენტარი კაზალიკაშვილმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, უკეთ თამაშის და უკეთესი შედეგის მიღწევის სურვილი გვქონდა. თუმცა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. დებიუტით გახარებული ვარ".

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა კი შემდეგი განაცხადა:

"ჩვენი ამოცანა თბილისში გამარჯვებაა. ასეთი შესაძლებლობა გვაქვს, უბრალოდ კარგად უნდა მოვემზადოთ. ამისათვის ძალიან კარგად
უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს შეუძლებელია. ვიცით, საქართველო ჩვენს რაგბს განვითარებაში რამდენიმე წლით უსწრებს - მათი ნაკრების წევრების 60% საფრანგეთში თამაშობს და ვარჯიშობს.

მიუხედავად ამისა, წარმატებისა უნდა გვჯეროდეს. საქართველოსთან პირველი გამარჯვება რუსული რაგბისთვის აღმაფრენა იქნება. ამიტომ ჩვენ ეს მოგება ძალიან გვჭირდება. სამწუხაროდ, მარტო მე ამის გაკეთება არ შემიძლია, მიზნის მისაღწევად კარგად მუშაობაა აუცილებელი. რუსეთი მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა, რუსული რაგბი კი - ერთ-ერთი ყველაზე პატარა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვოვამ უთხრას ბიძოს და გაუჩალიჩებს. რა პრობლემაა
1111
20:54 20-12-2020
63
რუსეთის ფარჩაკი ნაკრები არგაიშვა
6

სიახლეები პოპულარული