საქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა rugger.info-სთან ინტერვიუში "ბორჯღალოსნებთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ელემენტი, რომლებითაც საქართველო უდავოდ სჯაბნის რუსეთს?
- პირველი - ფიზიკური მომზადება, მეორე - გამოცდილება. იმავე "შემოდგომის ერთა თასმა" ქართველებს ტოპ-ნაკრებებთან თამაშის საშუალება მისცა. ამ შეხვედრებში ძალიან ბევრი რამ ისწავლეს; და მესამე - თვითრწმენა, რადგან რუსეთთან არასოდეს წაუგიათ. ფსიქოლოგია მათ მხარეზეა. აი, აქ ჩემი მუშაობა კი იმაში მდგომარეობს, შთავუნერგო ჩემს მორაგბეებს აზრი, რომ მათაც შეუძლიათ გამარჯვება.

- ასეთ შემთხვევაში ამ თამაშში რა კოზირი გექნებათ?
- აი, ამას კი
არ გეტყვით. ეს მატჩზე ჩვენი დიდი გეგმის ნაწილია. გამიგეთ, ჩვენთან აქ სულელები კი არ არიან: ყველას ესმის, თუ რამდენად რთული ბრძოლა იქნება ქართველებთან. თუმცა, თუ კარგად ვითამაშებთ, ყველა შანსს გამოვიყენებთ და გაგვიმართლებს კიდეც, მაშინ ხომ მოგებაც შეგვიძლია. ასე არ არის?

- მოდით, სანაძლეო დავდოთ. თუ საქართველო დაამარცხეთ, თავს გადაიპარსავთ?
- არა, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პუტინთან შეხვედრა მინდა. დაე, გმირის წოდება მომანიჭოს, ისევე, როგორც იური გაგარინს (იცინის).

მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგარი კაცია,არც იუმორის გრძნობა არ ღალატობს და არც რეალობის
გრიგოლი1408
19:36 27-01-2021
0
ამათთან ბორიალს ნუ დაიწყებთ გთხოვთ, გადაუარეთ თავზე, ერთხელ და სამუდამოდ დაავიწყეთ ჩვენთან მოგების მონდომება
Star Lord
21:08 27-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული