ისტორიაში ეს ნაკრებები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც კოლოსალური უპირატესობით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. "ბორჯღალოსნების" ანგარიშზე 22 გამარჯვება გახლავთ. რუსებმა მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
პირველი მატჩი 1995 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1993 წლის 25 მაისს, პოლონეთის ქალაქ სოპოტში გაიმართა, სადაც ქართველები 9:15 დამარცხნენ. ამის შემდეგ "დათვებს" გამარჯვება აღარ მოუპოვებიათ.
რაც შეეხება ასევე ერთადერთ ფრეს, ეს მატჩი 2002 წლის 3 მარტს თბილისში, "დინამოს არენაზე" გაიმართა. შეხვედრა 12:12 დასრულდა.
ბოლოს ეს ნაკრებები 2021 წლის 7 თებერვალს "დინამო არენაზე" დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველებმა მეტოქე
16:7 დაამრცხეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რაგბის ევროპის ჯგუფში 2 თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთპიროვნული ლიდერია. "ბორჯღალოსნებს" 9 ქულა აქვთ და მიღებულ და გატანილ ქულებს შორის სხვაობ +18 გალავთ. რაც შეეხება "დათვებს", ისინი 4 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.
რუსეთის ნაკრების კაპიტანი: ქართველების თეთრი შურით მშურს - ირლანდიასთან შესანიშნავად ითამაშეს
"ბორჯღალოსნები" - დაბრუნებული ჟვანია და 10 უკეპო მორაგბე რუსეთთან მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში
საქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი