მერაბ შარიქაძე: ბიჭები ამბობდნენ, ინგლისთან არ გვინერვიულია ასეო

AutoSharing Option
რუსეთთან ნამატჩევს (16:7) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრა:

"ეს არ იყო რუსეთთან ყველაზე მძიმე თამაში. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ამ თამაშით არ იქნება ბედნიერი და დიდად არც ჩვენ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, იმდენად ემოციური და მძიმეა, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე.

იგივე მოხდა ახლაც. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი იყო ის, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც სწორედ ემოციების ბრალია. გასახდელში ბიჭები ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ამ
თამაშშიო. ამის დაძლევა მარტივი არ არის, თუმცა ღვთის წყალობით ისტორიაში კიდევ ერთი მოგება ჩავიწერეთ და ესაა მთავარი".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენ ნორმალურები თუ ხართ? ცოტა გონზე მოდით ბიჭო ხალხი შიმშილით იხოცება თქვენ კიდე ამხელა ფული გაქვთ გაანძრიეთ ერთი ადგილი ვააააახ
თემო
20:10 07-02-2021
58
მოწინააღმდეგე, რომ გაგითამამდება საშინელებაა. დღევადელი თამაში კი მომავალში დიდ იმედს აძლევს რუსებს. ასე, რომ მომდევნო თამაში თუ ისევ დიდი სხვაობით არ მოვიგეთ და რუსები თავის ადგილზე არ დავაბრუნეთ, შემდეგ უკვე მოგებას მოინდომებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
22:31 07-02-2021
1

სიახლეები პოპულარული