იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ირლანდიელმა კონორ ო'შიმ Sports Mail-თან საუბარში განაცხადა, რომ იტალია 6 ერში თამაშს იმსახურებს და საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია.

"ძალიან ადვილია შეკითხვის დასმა იტალიის შესახებ, თუმცა, როცა მათი თამაშის სტილს უყურებ, ცალსახად, ისინი საქართველოზე უკეთესები არიან. იტალია ფრანკოს ხელმძღვანელობით კარგი რაგბის თამაშს ცდილობს.

ეს საკითხი სულ დგას და იქნება: "რა უნდა მოხდეს 6 ერთან დაკავშირებით? დაქვეითების ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს თუ არა? მიმაჩნია, რომ იტალიამ ელიტაში ადგილი დაიმსახურა და ჩემი აზრი არასდროს შეიცვლება, ის კი გულისხმობს, რომ რაგბის
განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენი მიზანია ძლიერი საქართველო და რუმინეთი, ასევე, ოკეანეთის ძლიერი ნაკრები გუნდები გვყავდეს. როგორ უნდა განვავითაროთ რაგბი?

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დავუშვათ. ყველას უნდა გვსურდეს საქართველოსა და რუმინეთის მსგავსი გუნდების განვითარება, მაგრამ, ამასთანავე, არ ჩავკლათ რაგბი იმ ქვეყანაში, რომელშიც ის მაღალ დონეზეა".

ირლანდიელი მიიჩნევს, 2018 წელს, იტალიის მიერ საქართველოს დამარცხება (28:17) მნიშვნელოვანი დეტალია და აცხადებს, რომ საქართველოს ძლიერი ფორმა იმის დამსახურებაა, რომ უმაღლესი დონის გუნდებს პერიოდულად ეთამაშებიან, ხოლო იტალიას კი ტიერ 1 გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველ კვირას უწევს.

"იტალია მეორე დონის ნაკრებებს არ ეთამაშება და არც ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. ხალხს ბევრი ფიქრი მოუწევს იმისათვის, თუ როგორ ეთამაშონ საქართველოს 6 ერში, ნაცვლად იმისა, რომ ეს თამაში 500 სხვადასხვა ვარიანტის დასამუშავებლად გამოიყენოს. ეს სხვა შეჯიბრებაა", - თქვა ო'შიმ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
როდესაც საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა,6 ერის ქვეყნების დამარცხება დაიწყეს ევროპის ჩემპიონატზე,იქ მონაწილეობა შეწყვიტეს.ამით ჩვენ მაგ დონეზეც კი,ძლიერ გუნდებთა თამაშის საშუალება მოგვისპეს და ამით ჩვენ, ზრდის საშუალება წაგვართვეს.ბოლო ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატში ჩვენი შედარებითი წარუმატებლობა,პირველ რიგში ამისი შედეგი იყო. დიდ ნაკრებებშიც,ეგენი არ დაუშვებენ,რომ ჩვენ მათ დონეს მივუახლოვდეთ.ჩვენ ეროვნული რესურსებით ვცდილობთ განვითარებას,იტალიის ნაკრები კი ბოლო ორი წელი,მეც მომწონს,თუმცა მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ნაწილი,ნატურალიზებულია და ქვეყნის შიდა დონეს,მათზე დაყრდნობით ვერ შევაფასებთ.ასე რომ მათი ნამდვილი ნაკრები,არა მგონია ჩვენზე მაღალ დონეზე თამაშობდეს.მეორე მხრივ,ჩვენი განვითარების მთავარი ბერკეტი,სწორედ 20 წლამდე ნაკრებში დაფრთიანებული ბიჭები იყვნენ და მათი განვითარების შეფერხებით,დიდი ნაკრების განვითარებაც შეფერხდება.შარშან ახალგაზრდული მსოფლიოს თასი ვერ ჩატარდა.ორიოდე წელში,დიდ ნაკრებში ის ბიჭები დაიწყებენ მოსვლას,რომლებსაც ასაკობრივ ჩემპიონატებში,მსოფლიოს გრანდებთან ნათამაშები არა აქვთ და ეს,აუცილებლად დაბლა დასწევს,მათ სათამაშო დონეს.ცხადია,რომ ისევ ფრანჩაიზში უნდა ვეძებოთ ხსნა,თუმცა ასე ყირაზე დაყენებულ ფედერაციას,არაფრის გაკეთება არ შეეძლება და კიდევ დროს ვკარგავთ.
სოსო
16:15 15-02-2021
0
დღეს რომ იტალია გვჯობს და კიდებ ბევრი სხვა გუნდი, ეს საკამათო არ უნდა იყოს. მაგრამ იტალიის მწვრთნელი ხედავს ჩვენი მორაგბეების პოტენციალს და ამიტომაა შეშინებული. რომ არ ეშონოდეს, სიხარულით დათანხმდებოდა ფლეი-ოფს. სამწუხაროდ, ამ პოტენციალის გამომყენებელი არ გვყავს, არც სამწვრთნელო გუნდში და არც რაგბის კავშირში. ეს შინაური ამბავია და იტალიის მწვრთნელმა არ შეიძლება იცოდეს. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამგვარი ბარდაგია ქვეყანასა და რაგბშიც.
გიორგი
16:34 13-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული