ინგლისურმა სარაგბო პორტალმა Planet Rugby-მ კვირის მიმოხილვაში "6 ერის" ცვლილების საკითხი მოკლედ დააყენა, თუმცა ახალ იდეად არა საქართველოს დამატება, არამედ იტალიის ამოღება წარმოადგინა.
"ყველა დროის ყველაზე გამოცდილი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ასეთი ჟინით მოთამაშე იტალია უნდა შევაქოთ. ამ გუნდების დაპირისპირებაში იტალიელებმა, 2008 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს (18:41 დამარცხდნენ).
თუმცა 6 ერში 1-80 ბალანსის მქონე "ანდერდოგებმა" ზედიზედ 29-ე თამაში წააგეს. იყო საუბრები დაქვეითების სისტემის შემოღების შესახებ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ იტალიაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს "6 ერის" სხვა მონაწილეებს. აქედან გამომდინარე,
ჩემპიონატის გასაძლიერებლად უკეთესი არ იქნება 6 ნაკრებიდან 5-მდე რომ შემცირდეს?
იტალიის "6 ერიდან" ამოღებით შეჯიბრება უფრო საინტერესო იქნება და მხოლოდ ძალიან კარგი მატჩები ჩატარდება. არასასიამოვნო სანახავია, როგორც ანგრევენ ყოველკვირა "აძურის" და განვითარების ნაპერწკალიც არ ჩანს." - წერია სტატიაში.