რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" მზადება ლისაბონში

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" მესამე დღეა ლისაბონში იმყოფება და პორტუგალიასთან 6 მარტს გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ეს არის 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო შეცვლილ ვადებში ტარდება და მასში პირველ ეტაპზე ხუთი გუნდი ჩაერთვება. მეექვსე მონაწილის ვინაობა 13 ივნისს, ბელგიისა და ჰოლანდიის დაპირისპირების შედეგად გაირკვევა.

წლევანდელი რაგბი ევროპა, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და შესაბამისად, თითოეული მატჩის შედეგს ორმაგი დატვირთვა აქვს.

ლევან მაისაშვილმა 32 "ბორჯღალოსანი" ლისაბონში ორშაბათს შეკრიბა. პირველი დღე აღდგენას დაეთმო, ორი დღეა კი ინტენსიური ვარჯიშები მიმდინარებს.
შეხვედრა საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.

6 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი სოჭში გაიმართება და რუსეთი რუმინეთს უმასპინძლებს. მოედნის მსაჯი შოთა თევზაძეა და მას კიდიდან საბა აბულაშვილი და მოლდოველი პროკოპი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი თორნიკე გვირჯიშვილია.

სერიის გასაგრძელებლად

აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ერთადერთი გუნდია, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-04 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საუკუნის დასაწყისში ის "ბორჯღალოსნებისთვის" უხერხული მეტოქე იყო, თუმცა 2006 წლიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

„ლობუშთან“ პირველად 1997 წელს ლისაბონში ფირა-აერის თასზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატის წინამორბედი) ვითამაშეთ და მეტოქემ 21:17 იმარჯვა, რასაც ქართველთა სამმატჩიანი მოგებების სერია მოჰყვა; 2003-05 წლებში კი მიჯრით სამი გამარჯვება უკვე პორტუგალიამ იზეიმა. რევანში 2006 წელს შედგა და საქართველომ "ლობუში" (პორტუგალიის ნაკრების თიკუნი) დღემდე ყველაზე დიდი სხვაობით, 40:0 დაამარცხა.

მას შემდეგ 14 დაპირისპირებიდან 12 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ორ შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა. 2010 წლიდან დღემდე, "ბორჯღალოსნებს" მიჯრით 8 გამარჯვება აქვს, სულ კი მეტოქე 15-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, ორჯერ ფრე დაფიქსირდა და ოთხჯერ მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 16 წლის წინ (2005 წელს). აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ლისაბონში მუდამ დიდი მონდომებით იბრძვის და ოთხიდან სამი გამარჯვება სწორედ საკუთარ დედაქალაქში მოიპოვა.

ლისაბონში "ლობუშს" 11-ჯერ ვეთამაშეთ და 7 მოგებიდან მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა 7 ქულაზე მეტი სხვაობა. 2016 წელს მეტოქეს მის დედაქალაქში ბოლოჯერ ვეთამაშეთ და 29:3 ვძლიეთ. იმ წელს პორტუგალია რაგბი ევროპის „ალაფაზე“ დაქვეითდა და უმაღლეს დონეზე მხოლოდ შარშან აღზევდა. ერთი წლის წინ მათ პარიზში გვიმასპინძლეს, "ბორჯღალოსნებმა" 7 ლელო გაიტანა და 39:24 იმარჯვა.

21 მატჩში საქართველომ პორტუგალიას ჯამში 62 ლელო და 508 ქულა გაუტანა. "ლობუშის" ანგარიშზე 19 ლელო და 292 ქულაა.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (უკეპო), გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), ლაშა ჯაიანი (7 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (უკეპო), მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (1 კეპი); თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი (3 კეპი).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
იმედია არ წააგებენ, რუსეთთან ასე უსუსურად თამაშის შემდგომ.
niko
17:33 04-03-2021
2
Arada am chempionatshi minum 50_ 60 quliani upiratesobit unda vugebdet yvelas amatma ki sharshan portugaliastan 24 qula gaushves sircxvilia, am chempionats chveni donis asamgleblad unda viyenebdet swrapi tempi swrapi pasebi da metoqis wnexshi moqcrva amattan unda viswavlot
Saqartvelo
14:29 04-03-2021
0

სიახლეები პოპულარული