"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიას მძიმე ბრძოლაში სძლიეს და ბონუს ქულა მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" 5 ლელო გაიტანეს ((მირიან მოდებაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, თორნიკე ჯალაღონია) და ბონუს ქულაც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვლილი და გაახალგაზრდავებული იყო,  შეიძლება ამას მივაწეროთ ის გარემოება, რომ გუნდი აშკარად შეუთამაშებელი ჩანდა, იყო ძალიან ბევრი გაუმართლებელი შეცდომა და საჯარიმოებისა და გარდასახვის მეტად დაბალი პროცენტი, რის გამოც მატჩის ბედი თითქოს ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ჩვენი გუნდის უპირატესობამ მოლებში და მეორე ტაიმის
შუიდან უკვე შერკინებაში სასწორის პინა ჩვენს მხარეს გადახარა და შეხვედრა ბონუს ქულით მოვიგეთ.

გამარჯვებულებს ნამდვილად არ ასამართლებენ, მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ შედარებით ძლიერ მეტოქესთან ასეთი თამაშით ნამდვილად დავისჯებით და ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რაც ჩვენზე უკეთ ნაკრების თავკაცობას ესმის და იმედი გვაქვს როგორც შემადგენლობის, ისე სათამაშო დისციპლინის მხრივ სიტუაცია გამოსწორდება.

მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გამართავს, 20 მარტს კი კალინინგრადში რუსეთს დაუპირისპირდება.

პირველ ტურში რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთს 18:13 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს უფრო მძიმე ბრძოლის იმიტაციას ჰგავს,სინამდვილეში იოლად ვიმარჯცვებთ მათთან ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში.იგივე შეიძლება ითქვას რუსეთთთან და ესპანეთთან შეხვედრებში.საქართველოს ნაკრებს შეუძლია უფრო სოლიდური ანგარიშით დამარცხება ზემოთჩამოთვლილი ნაკრებებისა.6 ერში არ გვიშვებენ და ამ ტურნრის ცოტა ინტერესი ხომ უნდა მიეცეს. მე ის მაკვირვებს-ამ დონეზე რად გვინდა შერკინების მწრთვნელის მოწვევა სხვა ქვეყნიდან!
....
08 მარტი 2021 00:47
0
გიორგი,მე მგონი გასაგებად ვწერ,რომ ტურნირს მნიშვნელობა უნდა მიეცეს მეთქი.ამის მოთავენი არიან ტურნირის ორგანიზატორები FIRA-AERი.არავის აწყობს,რომ საქართველომ დიდი ანგარიშით მოუგოს აქ მონაწილე გუნდებს.რაგბს ინტერესი დაეკარგება ჩვენთან მოთამაშე გუნდების ქვეყნებში!პორტუგალიის ნაკრებთან ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში აშკარად სჩანს,რომ ამ მატჩებში ჩვენმა ნაკრებმა მთელი ძალით არ ითამაშა! პორტუგალიის ნაკრებს მისცა თამაშის საშუალება! მათი ფრანგი მწრვთნელიც ხომ გასათვალისწინებელია...
....
09 მარტი 2021 15:52
0
რა იმიტაცია? ძლივს მოვუგეთ მეორე დონის გუნდებს. მწვრთნელთა გუნდი გამოსაცვლელია.
გიორგი
08 მარტი 2021 11:41
1
ევროპის საბჭოს პრეზიდენტს
შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელს


ო, მუსიე შარლ

გოგმართავთ სრულიად საქართველოს სახელით და თხოვთ გაუწიოთ „ფასილიტაცია“, ხოლო თუ საჭიროა „მედიაცია“, ან კიდევ „მედიტაციაც“ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ დაძაბულ სფეროს და ქართული რაგბის ყველა მხარეს. და თუ გნებავთ ტრანსცენენციაც რომ დაწყნარდეს ვითარება და იმნას ,შვიდი და საქმე კეთილი ქვეყანასა ჩვენსა და ყოველთა ქართველთა ზედა.

თქვენი გულისხმიერების იმედად

ყველასგან მიტოვებული და ეული ქართველი ერი
ოზუზი
07 მარტი 2021 16:03
8
გამარჯვება, თანაც "ბონუს" ქულით, მისალოცია. იმედია, ფედერაციაში ჩაწყნარდება სიტუაცია, და ნაკრებიც უკეთ ითამაშებს შემდეგ თამაშებს. ხომ არ უნდა გადავაყოლოთ რაგბი ზოგიერთების ინტრიგებს???
tngh
07 მარტი 2021 14:46
1
რაც კლასი გვაქ ომ დონეზე კი ვთამაშობთ და მეტი არ შეუძლიათ უბრალოდ თორე ვერ იტყვი რო არ ინდომებენ კალათბურთის არიყოს ზედმეტმა ბაქიბუქობამ იცის და ქართველების ყოვლისშემძლეობაზე მითებმა ეს აქედან გამომდინარე მერე კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში ლანძღვაც სამწუხაროდ რაც არცთუ ისე იშვიათია აქ ირლანდიას გინდა მოუგო რაგბში ესპანეთს ფეხბურთში სერბებს კალათბურთში და იმას არ უყურებ რითი ან ვისით. გადახედე ვინ სად თამაშობს და მორჩა რათუნდა ამას ამდენი პროფესორობა .
Zaza
07 მარტი 2021 12:33
2
ადმინ, მერე და ვინ გითხრათ, რომ უფრო ძლიერ მეტოქესთანაც ასე ნახევაღი ძალით ვითამაშებთ?
რაგბის ფანი
07 მარტი 2021 01:12
21
მინდა ყველას მივმართო ვინც აქ ნეგატივისგან სკდება, რა გჭირთ ვერ გავიგე რას ერჩით ჩვენ ბიჭებს ??? პორტუგალია თქვენ რღაცა სოფელი ხო არ გგონიათ (ფეხბურთს შეხედეთ პორტუს) ან ესპანეთი ან რუსეთი თავისი ბიუჯეტებით, ყველა მაგრა ვარჯიშობს და ეს შერკინება კიდე რატო ვერ უნდა გაგვიწიოს ვინმემ წინააღმდეგობა რა სხვა არ ვარჯიშობს?? ცოტა მოყენდით - რაც შეეხება 6 ერს მთელ ბრიტანეთში მილიონ ნახევარზე მეტი მორაგბეა, ჩვენთან რამდენი კაცი თამაშობს რაგბს?? 2000 ალბათ არც კი ... კარგით რა ცოტა პატივისცემა გამოიჩინეთ
Burdzgla
06 მარტი 2021 23:48
51
ტყუილია თითქოს ვინმე ბიჭებს ლანძღავდეს! ვაკრიტიკებთ მწვრთნელებს და უმაქნის რაგბის კავშირს, რომელაც წელიწადზე მეტია ვერ მოახერხა პრეზიდენტისა და გამგეობის არჩევა. ამათ საერთოდ უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება მთავრობამ და სპონსორებმა და მერე მოვლენ აზრზე!
გიორგი
07 მარტი 2021 12:14
0
ნეგატივისგან სკდება რას ნიშნავს არ გავაკრიტიკოთ გასაკრიტიკებელი თუ როგორ არის საქმე. ამდენი ხანი რო ყვეკაფერზე ყოჩაღ ბიჭები ვიძახეთ იმიტო მივედით აქამდე. თუ მარტო ფეხბურთელები უბდა ვაკრიტიკოთ. არცერთი ისეთი კომენტარი არწერია სადაც ბიჭებს შეურაწყოფას აყენებენ პირიქით ვენაცვალე გულში ყველას მაგრამ გასაკრიტიკებლები არიან. სამარცხვინო თამაში იყო და არგვინდა ეს ხარახურა ლაპარაკი რა
ქართველი
07 მარტი 2021 00:35
7
კარგია მოგება!
როგორც იქნა მიხვდნენ ნაკრებში რო 9 ნომერზე სიახლე იყო საჭირო და ორივემ ღირსეულად,სწორად და რაც მთავარია სწრაფ ტემპში ითამაშა ითამაშა!
პირველი ხაზი ბოლო 5 წლის წვალების და ბუქსავის შემდეგ მართლაც მაგრა გამოიყურებოდა და გადათელა მოწინააღმდეგის შერკინება !!!!
ასე რომ პირველი ხაზში ამ ბიჭებს თუ არ შეცვლიან ძველ დიდებას დავიბრუნებთ!!! 2 ხაზი და მთელი შერკინება მოწოდების სიმაღლეზე იყო რაც მილებში გამოჩნდა ძალიან კარგად!!
აი უკანა ხაზი კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!!!!
ხმალაძე და მათიაშვილი აშკარად არ არის ძირითადის ხალხი, თუ რატო ამას ყველა ვხედავთ და აღარ ვიტყვი....
სიახლეებია საჭირო ამ პოზიციებზე და ყველაფერი იქნება კარგად!!!
უკანა ხაზი რომელიც ერთ გაჭრას ვერ აკეთებს თამაშის მანძილზე მემგონი შესაცვლელია!!!
აბა ვნახოთ ესპანეთთან როგორ ვითამაშებთ.
წარმატებები ბიჭებს!!!
სპორტ ფაზა
06 მარტი 2021 23:44
3
2023 ის მსოფლიომდე ყველა ცდილიბს რომ მაქსიმალური გააკეთოს მოიყვანოს ახალი მწვრთნელი და ასე შემდეგ. ჩვენ რას ვშვებით ამდროს? კარგითრა
ქამონ
06 მარტი 2021 23:40
3
ნახევარი საქართველო დაავადდა და ვაქცინა ვერ შემოგვიტანია, რა მწვრთნელის სემოყვანაზეა საუბარი.
...
07 მარტი 2021 00:59
14
აბსოლუტურად სამარცხვინო თამაში. ყველანაირი გადანეტების გარეშე. რიცა პორტუგალია მთელი თამაში ბურთს გაგიკონტროლებს და პირველ ტაიმს მოგიგებს საერთოდ რაზე ვსაუბრობთ????? რაუნდა მოხდეს ისეთი რომ მაისაშვილმა დატოვოს პოსტი? მაინდამაინც რუსეთმა უნდა მოგვიგოს და მერე გაბრაზებულმა ხალხმა თავად გადააყენოს თუ როგორ არის საქმე. 20 წელია რაგბს ვუყურებ და ცოტა მაინც გამეგება რაღაც. ვინმე თუ მეტყვის არგუმენტირებულად რატომ უნდა დარჩეს მაისაშვილი ხმას არ ამოვიღებ. მალე გაუშვით მალეეე
123
06 მარტი 2021 23:39
8
ახალი მწვრთნელი აუცილებელია და ეს მაისაშვილმაც იცის. ახალ მწვრთნელს ხეშეკრულება ვიღაცამ ხომ უნდა გაუფორმის? აბუსერიძის ხელმოწერას იურიდიული ძალა არ აქვს. არადა აბუსერიძე ახალი არჩევნების ჩაშლას ცდილობს. ამას ჰქვია რაგბის სიყვარული? ფულის, კი ბატონო!
გიორგი
06 მარტი 2021 23:16
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული