მერაბ შარიქაძე: ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა

AutoSharing Option
პორტუგალიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნამატჩევს (29:16) საქართველოს რაგბის კავშირის საიტთან კომენტარი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ამ თამაშიდანაც შეიძლება პოზიტივის დანახვა. კარში იმიტომ არ ვარტყამდით, რომ მეტოქეს ძალისმიერ თამაშში, მოლში ვჯაბნიდით და ძირითად შემთხვევებში ამან შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, გვსურდა რომ ტაბლოზე დამაჯერებელი ანგარიში დაგვეფიქსირებინა და ეს მოვახერხეთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მერაბ, მიხედე ნაკრებს!!!
მთ
12:41 09-03-2021
0
ბატონო მერაბ, ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ, პორტუგალიასთან ჩვენი გუნდი 3 წუთით ადრე იგებდა მხოლოდდამხოლოდ 6 ქულით და ამ დროს გვეძლევა 99% -იანი ჯარიმის გატანის შანსი. ამ დროს გუნდი კი რას აკეთებს? აუტში დავარტყით... ასე ახალი ზელანდიაც კი არ გარისკავდა... ნუთუ, იმ ერთი ბონუს ქულისათვის ღირდა თამაშის მოგების რისკის ქვეშ დაყენება?
გიორგი 50
17:52 08-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული