ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ბრძოლაში მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბის ევროპის გათამაშების ფარგლებში გასვლაზე ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 25:19.

შეხვედრა ჩვენი ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ჯალაღონიამ მასპინძელთა ჩათვლის მოედანი დაალელოვა, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 0:7.

მალე კი ესპნალებმა გაგვითანაბრეს - ლელო ლინკლაითერმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად გუემესმა დაარტყა - 7:7.

საქართველოს გუნდი მე-17 წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გუემესმა ჯარიმითვე გვიპასუხა და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა - 10:10.

მეორე ნახევარი აქტიურად ესპანელებმა
დაიწყეს და გუემესმა მეორე ჯარიმა გაიტანა - 13:10.

თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა მალევე მოახერხეს დაწინაურება - შარიქაძემ კარგად გაჭრა ხაზი და ტაბუცაძემ ლელო დადო. ამჯერად აბჟანდაძე არაზუსტი იყო - 13:15.

მალე ჩვენი ნაკრების შეტევას მასპინძელთა მხრიდან დაჯარიმება მოჰყვა და აბჟანდაძემ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 13:18.

მაგრამ, შორს ესპანელებმა ისევ არ გაგვიშვეს და 66-ე წუთზე მათი მხრიდან ლელოს ავტორმა ლინკლაითერმა ჯარიმა გაგვიტანა - 16:18.

67-ე წუთზე კი ბორჯღალოსნებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელიც ლელოთი ჯაბა ბრეგვაძემ დაასრულა, აბჟანდაძე გარდასახვაზე ზუსტი იყო - 16:25.

ბრძოლისუნარიანობა ამ შეხვედრაში მასპინძლებს არ დაეწუნებოდა - მალანიას დაუფარეს, აბჟანდაძეზე 3 კაცი მივიდა და დავჯარიმდით. ჯარიმა ზუსტად ლინკლაითერმა დაარტყა - 19:25.

ამის შემდეგ ქულები არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიგო.

"ბორჯღალოსნებს" 2 ტურის შემდეგ აქტივში 2 გამარჯვება აქვთ და მომავალ კვირას, 21 მარტს გასვლაზე, სოჭში რუსეთის გუნდს დაუპირისპიდება.




მკითხველის კომენტარები / 53 /
რომელი ერთი კომპონენტი, თუ გლავნი ტრენერი შევაქო აღარ ვიცი!;)

მაგრამ, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა თუ რა პროდუქტიულად გამოვიყენეთ "8 ერში" მონაწილეობის გამოცდილება!:))


ჰა, იყოო "იმედი"-ს კომენტარი?!:))
დიმა
14 მარტი 2021 18:18
0
შეცვალეთ მწვრთნელი სასწრაფოთ,თუ უკვე არაა გვიან!!!!!!!!!!!
თაზო
14 მარტი 2021 18:17
0
neta wagvego! salaparako ro agar qonodat am shubliszargvgawyvetilebs. ra espaneti uxerxuli metoqe da dazbul brzoladhi movuget? rogor tavsdeba es 6 ershi tamashis surviltan? heigi utifrad izaxda expetimentebs vatarebo bolo 3 weli , exla es misi asistenti agrzelebs. am guns mwvrtneli ar yavs!
Rez
14 მარტი 2021 18:09
0
ყ ო ჩ ა ღ ბიჭებო, მაგრამ,, რაღაც,, მაგრად რომ უნდა შეცვალოთ - ხო ფაქტია,ანუ მეტი ფიზიკური მომზადება, მეტი აგრესია, სისწრაფე, რაქში სისწრაფე - დინამიკა, აუტის არცერთი შეცდომა ა რ უნდა დავუშვათ, შერკინება და მოლში ძლიერი უპირატესობის დაბრუნება... ამ მიმართულებებით უსერიოზულესი მუშაობაა საჭირო... თორემ - ასე დავბრენდებით - ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი თ - დავრჩებით ესპანეთი, რუსეთი, რუმინეთის დონეზე - უკვე გვიჭირს მათთან მოგებები...
გლახუნა
14 მარტი 2021 18:02
1
უკაცრავად ბიჭებთან, მაგრამ მარაზმია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ.
გიორგი
14 მარტი 2021 17:57
0
ასე შორს ვერ გავფრინდებით, ნაკრებს კვალიფიცირებული მწვრთნელი სჭირდება
რაგბი
14 მარტი 2021 17:50
7
ძლივს კვალიფიციური ქართველი მწვთნელი გვყავს და რას ერჩი?
ვახო
14 მარტი 2021 21:23
2
ჰაჰაჰა, სირცხვილიაა სირცხვილიიი. მაისაშვილი ოუტ
Gela
14 მარტი 2021 17:45
7
ეჰჰ არშუძლიან მეტი რა ჰქმნას? სულ ეგ არის და ეგა, ფედერაცია კი ოიხხხ, და კიდევ კარგო შედეგია რაც არის..
ოზუზი
14 მარტი 2021 18:23
0
ესაა კაი სროლა ვიციო?
ჰაჰა
14 მარტი 2021 17:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული