აქამდე რუსებს 24-ჯერ ვეთამაშეთ: 12-ჯერ თბილისში, 5-ჯერ კრასნოდარში (რუსეთი), 3-ჯერ სოჭში (რუსეთი), ერთხელ კრასნოიარსკში (რუსეთი) და სამჯერ ნეიტრალურ მოედანზე - სოპოტში (პოლონეთი), მარიუპოლში (უკრაინა) და ტრაბზონში (თურქეთი).
ამრიგად, მეტოქეს პირველად შევხვდებით კალინინგრადში, თუმცა ეს ქალაქი საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას უკვე იცნობს - 2019 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მასპინძლები 64:10 დაამარცხეს.
ეროვნული ნაკრებების დონეზე, ამ გუნდების
ლელოების სხვაობა 67/17-ზე, ხოლო ქულების - 595:267-ზეა.
ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქე 2012 წელს მესხზე დავამარცხეთ - 46:0.
ბოლო ორი გასვლითი თამაში (2018 და 2019 წლებში) რუსეთთან კრასნოდარში გვქონდა და მეტოქე ორივეჯერ ისე დავამარცხეთ, რომ ლელო არ გავატანინეთ - ჯერ 29:9 (რაც სტუმრად სარეკორდო სხვაობაა) და მერე 22:6.
„დათვებს“ ბოლოს თვენახევრის წინ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში თბილისში, უმაყურებლო "მესხზე" ვუმასპინძლეთ და 16:7 ვძლიეთ. ის თამაში სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, ახლა კი სიტუაცია განსხვავებულია, რადგან წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.
წლევანდელ რაგბი ევროპაზე "ბორჯღალოსნებმა" უკვე ორი თამაში გამართეს და პირველ ტურში პორტუგალია ლისაბონში ბონუსით, 29:16 დაამარცხეს, გასულ კვირას კი მადრიდში ესპანეთს 25:19 სძლიეს. რუსეთმა ორი კვირის წინ რუმინეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ჯარიმების წყალობით, 18:13 მოუგო, ხოლო მეორე ტურში ისვენებდა.
rugby.ge
. იმედი აქვთ, რომ ნავსს გატეხენ... მინდა, ბიჭებს ვთხოვო, განსაკუთრებული საბრძოლო ყიჟინა... და პროფესორობა არ გვინდა... გააკეთეთ ის, რაც ვიცით...ანუ ძალისმიერი და მამა-პაპური...