რაგბი ევროპა - პირველად კალინინგრადში

AutoSharing Option
18 მარტს "ბორჯღალოსნები" რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კალინინგრადში მიემგზავრებიან, სადაც „დათვებს“ (რუსეთის ნაკრების თიკუნი) 20 მარტს, 25-ედ ერკინებიან.

აქამდე რუსებს 24-ჯერ ვეთამაშეთ: 12-ჯერ თბილისში, 5-ჯერ კრასნოდარში (რუსეთი), 3-ჯერ სოჭში (რუსეთი), ერთხელ კრასნოიარსკში (რუსეთი) და სამჯერ ნეიტრალურ მოედანზე - სოპოტში (პოლონეთი), მარიუპოლში (უკრაინა) და ტრაბზონში (თურქეთი).

ამრიგად, მეტოქეს პირველად შევხვდებით კალინინგრადში, თუმცა ეს ქალაქი საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას უკვე იცნობს - 2019 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მასპინძლები 64:10 დაამარცხეს.

ეროვნული ნაკრებების დონეზე, ამ გუნდების
ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა (სოპოტში). მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 22 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა - მათგან 19-ჯერ ზედიზედ!

ლელოების სხვაობა 67/17-ზე, ხოლო ქულების - 595:267-ზეა.

ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქე 2012 წელს მესხზე დავამარცხეთ - 46:0.

ბოლო ორი გასვლითი თამაში (2018 და 2019 წლებში) რუსეთთან კრასნოდარში გვქონდა და მეტოქე ორივეჯერ ისე დავამარცხეთ, რომ ლელო არ გავატანინეთ - ჯერ 29:9 (რაც სტუმრად სარეკორდო სხვაობაა) და მერე 22:6.

„დათვებს“ ბოლოს თვენახევრის წინ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში თბილისში, უმაყურებლო "მესხზე" ვუმასპინძლეთ და 16:7 ვძლიეთ. ის თამაში სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, ახლა კი სიტუაცია განსხვავებულია, რადგან წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

წლევანდელ რაგბი ევროპაზე "ბორჯღალოსნებმა" უკვე ორი თამაში გამართეს და პირველ ტურში პორტუგალია ლისაბონში ბონუსით, 29:16 დაამარცხეს, გასულ კვირას კი მადრიდში ესპანეთს 25:19 სძლიეს. რუსეთმა ორი კვირის წინ რუმინეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ჯარიმების წყალობით, 18:13 მოუგო, ხოლო მეორე ტურში ისვენებდა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები ბიჭებო! დარწმუნებული ვარ თქვენს შემართებაში და უპირობო გაარჯვებაში. ისე ეთამაშეთ რომ თქვენც ისიამოვნოთ და ჩვენც გვასიამოვნო. თქვენ ყველაზე მაგრები, ჯიგრები და ქომაგების ერთგულები ხართ!
ქომაგი
20:23 17-03-2021
0
რატომ შპიცბერგენზე, ან იმის იქით ჩრდილოეთით, მარადიული მყინვარების არეში არ დანიშნეს?
ოზუზი
20:57 17-03-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული