რუსეთის ნაკრების მორაგბე: საქართველოსთან თამაშის წინ ბრწყინვალე განწყობაზე ვართ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მორაგბე ევგენი მიშეჩკინმა rugger.info-სთან საუბარში საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

"საქართველოს ნაკრებთან თამაშის წინ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, ბრწყინვალე განწყობაზე ვართ. ვიცით, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი მოთამაშეები დააკლდება და ესპანეთთანაც რთული შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ძლიერი გუნდია.

ჩვენ მეტოქის თამაშის მაქსიმალურად დეტალურად განხილვა ვცადეთ, განსაკუთრებით, შერკინებისას. მწვრთნელმა გვიჩვენა, როგორ მოქმედებენ მათი ფორვარდები. სისწრაფეზე თამაშსაც დიდი ყურადღება დავუთმეთ. ვეცდებით, თამაშის მიმდინარეობისას მათზე სწრაფები ვიყოთ.

ვფიქრობ, წინა შეხვედრამ აჩვენა, რომ რუსეთს საქართველოსთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, მათ შორის, შერკინებაში.
ვიცით ჩვენი და მათი როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები და ვეცდებით, ამ შეხვედრაში ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია. უდიდესი სურვილი გვაქვს, მოსაგებად ვითამაშოთ და წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონო ლევან, რასაც ეს რუსი ამბობს, სიმართლეა. ფაქტიურად, უნებურად, თავიანთი შიდა სამზარეულო გამოამზეურა. ანუ ეცდემიან, ძალიან სწრაფი თამაში და პრესინგი შემოგვთავაზონ... შეეცდებიან თამაში არიონ...ჩვენ კი მაგათ არ უნდა ავყვეთ, თამაშის ტემპი უნდა ვარეგულიროთ, ძალოვანი მოლებით და მამაპაპური ლელოებით მივჯირყვნოთ... ჭკუას არ გარიგებთ, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა... წარმატებები...
გიორგი 50
15:56 19-03-2021
0
თუ გუნდში ახალი მაღალი კვალიფიკაციით მწვრთნელები არ მოვიდნენ და ბევრი რამე არ შეცვალეს, არ არის შორს ის დრო როცარაგბი ევროპის მოგებაც პრობლემური იქნება
ალეკსანდრე
18:53 19-03-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული