კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.

დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.

გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა"
ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
ისეთი გოლი გაიტანა ბაბუნაშვილმა, მიმიქარავს ვილკინსონი. დღეს ქართული ჯიგარი ვნახე მადლობა. რაღაციდან ხომ უნდა დაიწყოს აღმასვლა ამ ქვეყანაში..............
სტალინი
18:52 28-03-2021
2
საქართველოს ნაკრებმა ამ თამაშში გამოაჩინა,ამ მომენტისათვის თავისი რეალური ძალა.ბიჭებმა იგრძნეს,რომ ეს ნამდვილი ტესტი იყო და მთელი გული და ჯიგარი ჩადეს,თამაშში.ვნერვიულობდი,როგორ არ უნდა მენერვიულა,მაგრამ რომ ვუყურებდი ბიჭების განწყობას,არაფრის შიში არ მქონდა.მხოლოდ იმისი მეშინოდა,რომ ფიზიკურად დაიღლებოდნენ და ვერ გაუძლებდნენ.კი,ცოტა გაგვიჭირდა ბოლოსკენ,შერკინებაში,ვერ ვაჩერებდით შემტევ მოლს,მაგრამ თამაშზე კონტროლი,სულ გვქონდა და თანაც გუნდი,ინიციატივიანად თამაშობდა.ძლივს ნამდვილი სიამოვნება მივიღე ჩვენი თამაშით.ეს უკვე დაბალანსებულ თამაშთან ძალიან ახლოს იყო და გაჭირვებამ,მგონი გვაპოვნინა ბალანსის წერტილი.მატჩის დასაწყისში,მელიქიძემ დაანგრია,რუმინეთი,მეორე ნახევარში კი,ვუყურებდი ბექა გიგაშვილს და მიხაროდა.მოედანზე,ნამდვილი ლიდერი და მოტივატორი იდგა.ბურჯმა ბოლომდე ითამაშა და ლელოს მომენტში,საიდან სად ირბინა,როგორ ირბინა და ჩათვლაში შეიტანა ორი კაცი,ბურთთან ერთად.ყველას ვულოცავ დიდებულ თამაშს და ბაბუნაშვილის არეკნს გამოვყოფ,განსაკუთრებით.დებიუტანტი კაცი,რომ გაბედავს და თან გაიტანს,ძალიან ბევრს ნიშნავს თავდაჯერებულობის შესაძენად.ცუდია,რომ ბოლო თამაში, ზაფხულშია გადადებული.ახლავე რომ მიგვეყოლებინა,ამ ტალღაზე,დარწმუნებული ვარ,ამ დაბალანსებული თამაშის ნამდვილ ფეირვერკს გვაჩვენებდნენ ბიჭები.მთავარია,ეს მუხტი და ბალანსი შევინარჩუნოთ.შალვა მამუკაშვილს კი,შეეშვით,სათამაშო მომენტი იყო,მეტოქე ორ კაცს გასცდა და ფიქრის დრო აღარ ჰქონდა.უკან მგონი 9 ნომერიღა იდგა და ის შემტევს,ვეღარ შეაჩერებდა.ასეთ გასაწითლებელ ჯარიმას,შეგნებულად არავინ იღებს.ამაზე მეტად მიუღებელი,ჩემთვის რუმინელთა შემტევ მოლთან ჩვენი უძლურება არ მომეწონა.ფარასავით მიგვერეკებოდნენ,ჩვენ ჩათვლის მოედნისაკენ.ამას მართლაც არ ველოდი.
სოსო
18:28 28-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული