საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.

დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი ერთხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა - აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა - ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილის არეკნით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.

გამარჯვების
შედეგად "ბორჯღალოსნებმა" ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვა!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული