დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.
პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.
მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი ერთხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა - აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა - ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილის არეკნით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.
გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა" ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვა!