როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრეტორიაში ჩატარებულ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 9:40 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში თამამად დაიწყეს და აბჟანდაძემ უკვე მეორე წუთზე ჯარიმიდან ანგარიში გახსნა, რომელსაც ორიოდე წუთში მსოფლიოს ჩემპიონებმა ფლანგიდან სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხეს. ამას ჩვენები სულაც არ დაუბნევია, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩანასახშივე კლავდნენ. ტაიმის შუისკენ აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ისევ დააწინაურა თავისიანები და ანგარიში 5:9 გახდა. ნელ-ნელა აფრიკელებმა იძალეს, ტემპს უმატეს, შერკინებაშიც რამდენიმეჯერ ივარგეს, მაგრამ ვიდრე მიჯრით ჯარიმებისათვის საღინაძე არ გაასიმბინეს, ლელო ვერ დადეს.
რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა აფრიკელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და ანგარიში 19:9 გახადეს, რომლის შემცირება ისევ აბჟანდაძეს შეეძლო, გაწითლებულ დროში არეკნი რომ გაეტანა, მაგრამ ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა იძალეს, უმატეს ტემპს, ძალისმიერ ბრძოლებშიც დაგვჩაგრეს და მიუხედავად „ბორჯღალოსანთა“ დიდი წინააღმდეგობისა, მათი შეკავება შეუძლებელი გამოდგა და დავმარცხდით.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.

altცვლილება შემადგენლობაში - სპანდერაშვილი ცუცქირიძის ნაცვლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
ზოგიერთის კომენტარმა გამაოცა. 18-20 წლის ბიჭებს როგორ უნდა მოსთხოვო მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებს მოუგეო?! მომწიფთებიან ბიჭები და 3-4 წელიწადში მოვა მაგათი დროც! მადლობა ბიჭებს! პ.ს. მაისაშვილს არაფერს ვერჩი, მაგრამ უფრო მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი კარგი იქნებოდა.
შოთა
12:01 03-07-2021
3
დასანანია ასეთი პოტენციალის გუნდს "სამხრეთ აფრიკელების" დონის მწრთვნელი რომ ვერ ეღირსა!

ფედერაცია, "ლარისუ ივანოვნუ ხატიმ"!:)
დიმა
08:28 03-07-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული