როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრეტორიაში ჩატარებულ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 9:40 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში თამამად დაიწყეს და აბჟანდაძემ უკვე მეორე წუთზე ჯარიმიდან ანგარიში გახსნა, რომელსაც ორიოდე წუთში მსოფლიოს ჩემპიონებმა ფლანგიდან სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხეს. ამას ჩვენები სულაც არ დაუბნევია, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩანასახშივე კლავდნენ. ტაიმის შუისკენ აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ისევ დააწინაურა თავისიანები და ანგარიში 5:9 გახდა. ნელ-ნელა აფრიკელებმა იძალეს, ტემპს უმატეს, შერკინებაშიც რამდენიმეჯერ ივარგეს, მაგრამ ვიდრე მიჯრით ჯარიმებისათვის საღინაძე არ გაასიმბინეს, ლელო ვერ დადეს.
რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა აფრიკელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და ანგარიში 19:9 გახადეს, რომლის შემცირება ისევ აბჟანდაძეს შეეძლო, გაწითლებულ დროში არეკნი რომ გაეტანა, მაგრამ ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა იძალეს, უმატეს ტემპს, ძალისმიერ ბრძოლებშიც დაგვჩაგრეს და მიუხედავად „ბორჯღალოსანთა“ დიდი წინააღმდეგობისა, მათი შეკავება შეუძლებელი გამოდგა და დავმარცხდით.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.

altცვლილება შემადგენლობაში - სპანდერაშვილი ცუცქირიძის ნაცვლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
ძალა კი არა ტვინი ხნავს აღმართს. პირველ ტაიმის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების კარგმა თამაშმა დაწინაურების საშუალება მოგვცა.მერე რა დაგვემართა, ავყევით მოწინააღმდეგის თამაშს.
Gio
03 ივლისი 2021 09:58
1
გაასიმბინეს ახალი ტერმინია?
კოკო
03 ივლისი 2021 09:55
3
ძალა არა ტოროლა, ჩვენ ვიმშვიდოთ თავი მასეთი მიზეზებით. ყველამ ვიცით საქართველო ვისთანაა ლიდერი და ვისთან აუტსაიდერი მაგრამ როდემდე უნდა "გვხნავდეს" სხვისი ძალა, როდემდე? როდისღა უნდა მოვუგოთ ვინმე ჩვენზე ძლიერს ან რეიტინგში წინ მყოფს თუნდაც ერთი თამაში? უზარმაზარი დრო გავიდა და უამრავი თაობა შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ისევ დაახლოებით ჩვენი დონის ან უფრო სუსტ მეტოქეებს ვუგებთ...
ანესთეზეოლოგი
03 ივლისი 2021 09:03
23
რა, რომ ამოიღეთ ჩემი კომენტი - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო არ უნდა შევქმნათ , მით უმეტეს დასავლური მმართველობის პოლიტიკური სისტემით,მით ორიენტირებული მხოლოდ პროგრესსა და წარმატებაზე, რომ სპორტი, კონკრეტულად რაგბი ახალგაზრდობის დასაქმების ერთ- ერთ ძირითად საშუალებად იქცეს ... - თუ არსებულ - რუსულ გუბერბიან უნდა დავრჩეთ (?!)... უკვე აფრიკის სიღარაკე, უპერსპექტივობამდე მისული ,თან უპერსპექტივი(?!)
გლახუნა
03 ივლისი 2021 22:51
1
დავით 67- რას ბჟუტურობ, რას მებჟუტურებით ... თან აზზრზე რომ არა ხართ, აზზრზე...გეტყობათ - ნაც- ბის მოძულეებს რუსეთიდან რომ კომენტობთ,ბჟუტურობთ დს სახელმწიფო საქართველო- რუსულ გუბერნიად გვიქციეთ,ანუ მტერ- რუსეთზე ბოლომდე ჩამოკიდებულ- დამოკიდრბული გახადეთ და მით უკვე აფრიკის სიღატაკე- უპერსპექტივობანდე მიიყვანეთ...კ ა რ გ ა დ უნდა წაიკითხო(თ),იაზროვნო(თ),გაიაზრო(თ) და კომენტი მერე წერეთ...- ცნობისათვის- რომ არა სწორად იმ პროგრესული დასავლეთის ( ასე რომ გძულთ და გეზიზღებათ - რუსული მენტალიტეტის ქართველებს, ანუ მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ანტი - სახელმწიფო ძალებს) უდიდესი მხარდაჭერა ( ამ შემთხვევაში კონკრრტულად საფრანგეთის)...დღეს საქართველო რუმინეთი - რუსეთოს დონეზე თუ იქნებოდა ...
გლახუნა
03 ივლისი 2021 20:43
5
ყველა გამოხმაურება
დასანანია ასეთი პოტენციალის გუნდს "სამხრეთ აფრიკელების" დონის მწრთვნელი რომ ვერ ეღირსა!

ფედერაცია, "ლარისუ ივანოვნუ ხატიმ"!:)
დიმა
03 ივლისი 2021 08:28
4
სულ ასეთი თამაშები რომ ქონდეს ყველა ჩვენს მორაგბეს სისტემატიურად ამათ დონეზე მივალთ. აი პრობლემა ეგაა რო არ მუშაობს ამაზე არავინ, კრიტიკაც აუცილებელია, მაგრამ არსაიდან მოაქვს ხალხს ეს უაზრო მოთხოვნები. ჩვენი ლიგა არის სამოყვარულო, აქამდე რომ მივედით ეგაც სასწაულია იმდენად სასაცილო ჩემპიონატი გვაქვს დიდი 10. რუსები როგორ გჯობნიან რამდენი ინგლისური და უელსური კლუბი დაამარცხეს მაგათმა ენისეიმ. რა გახდა ერთი გუნდი პრო 14-ში რო გაუშვათ, ეს ფრანჩიზა იძახეთ და რეალურად რა ხეირი სამხრეთ აფრიკის მეორე ლიგაში თუ უნდა ათამაშოთ თან ისე რო პირველში გადასვლის უფლება არ ქონდეს... რაც არ უნდა იყოს 35 წუთის მანძილზე ვიგებდით და ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი იყო. ბრძოლაში დავმარცხდით.
თოკო
03 ივლისი 2021 01:45
1
თუ მაგ ფრანჩიზაში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ახალგაზრდობა და რამდენიმე უფრო გამოცდილი ბიჭი ითამაშებს,რატომაც არა?ძალიანაც კარგად განვითარდებიან.არა მგონია მათი მეორე ლიგა,ჩვენ დიდ 10 ზე,საგრძნობლად ძლიერი არ იყოს.იქიდან კი,უფრო ძლიერ ლიგებშიც გაეხსნებათ გზა.საფრანგეთთან ერთად,ეს ინგლისურ ენოვან ქვეყნებშიც გაგვიკვალავს გზას და მათ სტილთანაც უკეთ იქნებიან შეგუებულნი.წყალბურთში საქართველოს ბავშვთა ნაკრები,ხან რუსეთში,ხანაც უკრაინაში ვათამაშეთ და დღეს უკვე მშვენიერი შევსება მოვიდა, ეროვნულ ნაკრებში.
სოსო
05 ივლისი 2021 15:13
0
უაზრო მოთხოვნებში ვიგულისხმე სამხრეთ აფრიკის, ინგლისის, შოტლანდიის და ასეთი გუნდების დამარცხებას რო ითხოვენ, აი მაგას. ეს არის დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უაზრო უსაფუძვლო მოთხოვნა. რომი ერთ დღეში არ აშენებულა და პრობლემა აქ ის არის რომ ვერა და ვერ დადეს პირბელი აგურები ჩვენებმა. ამისთვის კიდევ რაც საჭიროა კი ვთქვი
თოკო
03 ივლისი 2021 11:33
1
ყველა გამოხმაურება
მაგრები ხართ ბიჭებო ✌️
გიორგი
03 ივლისი 2021 01:32
3
სათაურია ისეთი გეგონება თანაბარი თამაში იყო, ბრძოლაში კი არ დამარცხდა, გადაგვიარეს, რაც მოსალოდნელიც იყო. არაუშავს, იმედია მეორე თამაშს უკეთესად ჩავატარებთ და დიდ გამოცდილებას მიიღებენ ბიჭები
***
03 ივლისი 2021 00:54
19
გუნდი 200 ბოჭვას რომ აკეთებს ერთ თამაშში და 35 წუთამდე მსოფლიოს პირველ გუნდს უგებს ნიშნავს რომ იბრძოლა. ამ დიდ ანგარიშებს კიდევ შეეჩვიეთ, რაგბია ბოლოსდაბოლოს.
თოკო
03 ივლისი 2021 10:11
5

სიახლეები პოპულარული