მაისაშვილი: რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკასთან ამხანაგურ მატჩში 9:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"35-ე წუთამდე თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ უდისციპლინობის გამო ორი ლელო გავუშვით. რიგ შემთხვევებში შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს დაუფიქრებლობით მოგდის. სამწუხაროდ, ეს თანმდევია, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები. თუ კაცნაკლული რჩები, ის ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას და ორი ლელო მივიღეთ.

მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება მოგვიწია. შეტევაში იყო ეპიზოდები, რომელთა ქულებში ასახვა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს
ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა. ფაქტია, ამ გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ერთი საკუთარი დერეფანი დათმო, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომავალ შეხვედრაში, დარწმუნებული ვარ, პროგრესი გვექნება.

თამაშის წინ ვთქვით, რომ დაცვა იწყება შეტევით. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში უხეში შეცდომის გამო ლელო მივიღეთ, გუნდი თამაშში დარჩა. ვეცადეთ შეტევაში ბურთი გაგვეკონტროლებინა და გარკვეულწილად ეს გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ აფრიკელებმა ჩვენზე უკეთ მოახერხეს ბურთის კონტროლი. სტატიკურ სიტუაციებში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და ვერ გავუძელით. სწორედ ეს არის, რასაც უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკა კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენთან თამაშით. კონტაქტის არეალში, მოლში, შერკინებაში, კონკურენტუნარიანები ვიყავით და ტაიმსაც მოვიგებდით, რომ არა უდისციპლინობა", - ციტირებს მაისაშვილს rugby.ge.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გაუშვით ბიჭო რას ჩააფრინდა ამ ნაკრების მევართნელობას ვინ არის ეს წადი რა ლელო ავარჯიშე დაანებე ამ ნაკრებს თავი
9
რა გადაეკიდეთ ამ მწვრთნელს?! მილტონა ან სხვა უცხოელი მწვრთნელი რომ გვყოლოდა, მსოფლიო ჩემპიონებს თავის მოედანზე დავამარცხებდით?
გიორგი
14:25 03-07-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული