შარიქაძე: რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკასთან ტეს-მატჩის შედეგით (9:40) უკმაყოფილო იყო "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე. აი, რა განუცხადა მან rugby.ge-ს:

"სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ტყუილად არ არის. ძალიან ძლიერი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სასურველი არ არის, ვფიქრობ გვქონდა უკეთ თამაშის შანსი.

ვთვლი, რომ 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ და დასანანია, რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს, ორი დასანანი ლელო მივიღეთ, რამაც პირველი ტაიმი დაგვათმობინა. რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია. მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ და ასეთ მარტივ გამოსავლებს მეტოქეს არ ვაჩუქებთ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჭებმა მაგრად იბძოლეს და წარმატებას ვისურვებ შემდეგ თამაშში. მწვრთნელი გვჭირდება მაღალი დონის. სამხრეთ აფრიკაში უნდა მოძებნოს რაგბის კავშირმა.
გიორგი
10:49 03-07-2021
0
ძალიან გვაკლდა ძველი ცუცქირიძე, გორგაძე, გიორგაძე და მიშო. შერკინებას ძალიან აკლუა ჩილაჩავა და ჟვანია. არ მესმის რას ერჩიან ჩილაჩავას მწვრთნელი და კავშირი.
გიორგი
11:00 03-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული