ლევან მაისაშვილი: საფრანგეთთან თამაში დიდი გამოწვევაა

AutoSharing Option
საფრანგეთში გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნებმა" შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ტრადიციული, ღია ვარჯიში გამართეს და მწვრთნელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

"ერთი კვირაა ინტენსიურად ვემზადებით და ვამუშავებთ როგორც დაცვის, ასევე შეტევის სისტემებს. საფრანგეთში კვირას მივფრინავთ მზადების დასკვნით ფაზას ადგილზე გავივლით. შარშანაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ ექვსი ერის მიერ ორგანიზებულ ძლიერ ტურნირში გვეთამაშა, თუმცა მაშინ საფრანგეთთან შეხვედრა არ მოგვიწია", - ამბობს ნაკრების თავკაცი ლევან მაისაშვილი და მომავალ მეტოქეს 2023 წლის მსოფლიო თასის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევს:

"ამ ეტაპისთვის საფრანგეთი 2023 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ის სახიფათოა ყველა
ასპექტში, როგორც ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თამაშში. ჩვენთვის დიდი გამოწვევა და პატივია მათთან თამაში. ასევე არის შესაძლებლობა, გამოვცადოთ ჩვენი ძალები.

საფრანგეთისგან განსხვავებული გუნდია ფიჯი. ჩვენთვის ის რთული, უხერხული მეტოქეა. ვეცდებით მათთან ბოლო შეხვედრის ანალიზი გავაკეთოთ და მაქსიმალურად შევუქმნათ პრობლემები იქ, სადაც ეს შესაძლებელია. სავარაუდოდ, 2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯი ჩვენს ჯგუფში იქნება და ამ თამაშს მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით".

მაისაშვილს შემადგენლობასთან დაკავშირებით, კერძოდ ლევან ჩილაჩავასთან დაკავშირებით ჰკითხეს:

"გვქონდა პატარ-პატარა პრობლემები, თუმცა მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. ლევან ჩილაჩავა გამოძახებული იყო, მაგრამ პრობლემები ჰქონდა და ვერ ჩამოვიდა".

შეტევის ახალ მწვრთნელს, ახალ ზელანდიელ კორი ბრაუნს პირველად აქვს შეხება ლეგიონერებთან და ნანახით კმაყოფილია:

"ძალიან კარგია რომ ლეგიონერები ჩამოვიდნენ და გუნდი ერთად შეიკრა. წინ ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და მონდომებით ვემზადებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა მოთამაშე პირადად გამეცნო, მენახა რა შეუძლიათ ინდივიდუალურად. ვთვლი, რომ საკმაოდ სწრაფ რაგბს თამაშობენ და რა თქმა უნდა, ძლიერები არიან მოლსა და რაქში".

"ბორჯღალოსნები" 14 ნოემბერს საფრანგეთს ბორდოში, ხოლო ფიჯის 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი) ეთამაშებიან.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემთვის გაუგებარია რატო ცდება ნაკრები მაისაშვილის ხელში.ნუთუ ვერ ვხვდებით რომ ბევრად მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება?! რა
BOSS
15:43 08-11-2021
1
ფიჯიმ ესპანეთს ძლივს მოუგო,პირველი ტაიმი თუ სწორად მახსოვს ესპანეთმა მოუგო,ვერაფერი თამაში ვერ აჩვენა ფიჯიმ... მეორე ტაიმში გატეხა ესპანეთი ძლივს....
პაატა
18:53 07-11-2021
0

სიახლეები პოპულარული