"ბორჯღალოსნები" - აფრასიძე პერანიძემ შეცვალა

AutoSharing Option
ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება.

23 წლის "მონპელიეს" მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, "ტულუზთან" მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაისვენა და მოედანს 30 ოქტომბერს დაუბრუნდა.

„ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში, მოედანზე დაცემისას საფრანგეთში მიღებული ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. გელა ძალიან კარგ ფორმაში იყო და ეს ჩვენთვის შეუფასებელი დანაკლისია. რა დრო დაჭირდება მის გამოჯანმრთელებას დეტალური
გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა მინიმუმ სამი კვირა დასვენება მოუწევს და შესაბამისად, ნოემბერში ვერ დაგვეხმარება. მაგრამ რაგბი და ზოგადად სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს და ვერაფერს ვიზამთ. არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“ – ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

აფრასიძის ნაცვლად გაფართოებულ რაზმს "შავი ლომიდან" თენგიზ პერანიძე დაემატა. მაისაშვილი არჩევანთან დაკავშირებით ამბობს:

„პერანიძეზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ "შავი ლომი" ყველაზე ახლოსაა ჩვენს სათამაშო სისტემასთან. გარდა ამისა მიგვაჩნია, რომ დღესდღეისობით ის სხვა კანდიდატებზე უკეთეს ფორმაშია“.

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში ხვალ მიემგზავრებიან და მომავალი შეხვედრისთვის ბორდოში მოემზადებიან. თამაში 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 20-ში ფიჯის ესპანეთში ვერკინებით.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული რაზმი ნოემბრის ტესტებისთვის

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 6 კეპი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 23 კეპი, 10 ქულა); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 83 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი (პენზა),17 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა); ბექა გიგაშვილი (ტულონ, 23 კეპი, 10 ქულა), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 29 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 1 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონა, 68 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 32 კეპი), ლაშაჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 5 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 21 კეპი, 15 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონ, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიც, 10 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 30 ქულა), ბექაგორგაძე (პო, 31 კეპი, 35 ქულა);

9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 59 კეპი, 50 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), მიხეილ ალანია (ორიაკ, 5 კეპი);

10: თედო აბჟანდაძე (ბრივი, 26 კეპი, 164 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსტერ, 35 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 10 კეპი, 5 ქულა), სანდრო სვანიძე (შავი ლომი, 1 კეპი);

11-14: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 55 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონ, 7 კეპი, 20 ქულა), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 53 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
გელა აფრასიძე ყოველთვის აჩქარებს თამაშს და მისი დაკარგვა,ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის.ვასკას შემცვლელად ალბათ მიშა ალანია გამოვა,მაგრამ 5 კეპის მიუხედავად,მასაც ცოტა აქვს ნათამაშები და არც ასაკითაა დიდი,ასე რომ უძლიერეს საფრანგეთთან მისი,ან ნაკრებში ჯერაც უთამაშებელი თენგიზ პერანიძის შემოყვანა,ძალიან მძიმე გამოცდა იქნება ბიჭებისათვის.იმედია არ დაიბნევიან და ღირსეულად ითამაშებენ.კარგ თამაშს და ღირსეულ შედეგს ვუსურვებ მთლიანად ნაკრებსაც.
სოსო
11:51 07-11-2021
0
ისევ მინდა მიუბრუნდე იაპონიის ნაკრების ირლანდიის ნაკრებთან, ზოგიერთის მცდარი აზრით მოულოდნელ გამანადგურებელ წაგებას 60:5. ადრე აქ რომ ვწერდი - იაპონიის ნაკრების 1-ლი დონის გუნდებთან ყველა მოგება ფარსია მეთქი, დთზლაიკებით ამავსეთ. აშკარად ცდებით! მაპატიეთ, ეს თქვენი დაუკვირვებლობის ბრალია. ათი წლის წინ, საქართველოში ხალხის უმრავლესობა რაგბის გაგებაში არ იყო, დღეს კი ზუსტად ამ ხალხს თავი რაგბის პროფესორებად მოაქვთ??? იაპონიის სარაგბო ნაკრების ყველა მოგება ტიერ 1-ის ნაკრებ გუნდებთან დკავშირებული იყო 2019 წლის მსოფლიო თასის იაპონიაში ჩატარებასთან...!
....
07:37 09-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული