მშვიდად, თითქმის უშეცდომოდ - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ არანხუესში ტესტ-მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის 9:5 ამარცხებს.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ
ირჯებოდა, ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული