"ბორჯღალოსნები" - ცვლილებები გაფართოებულ რაზმში

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელიც 2022 წლის "რაგბი ევროპის" ჩემპიონატისთვის ემზადება, ცვლილებებია.

32-კაციან შემადგენლობას კვაჭი გიორგი ჭყოიძე გამოაკლდა. მის ნაცვლად პრო დე2-ის "ორიაკიდან" ლუკა ნიორაძეს უხმეს, რომელიც საფრანგეთში შესანიშნავ სეზონს ატარებს.

ასევე, ნაკრებს "შავი ლომიდან" დაემატნენ ხაზის მოთამაშეები – ოთარ ლაშხი და სანდრო სვანიძე. სხვადასხვა დროს ნაკრების შეკრებაზე სამივე მოთამაშე ყოფილა, თუმცა დებიუტი მხოლოდ სვანიძეს ჰქონდა – 2020 წლის "შემოდგომის ერთა თასზე“ ინგლისის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს "ბორჯღალოსნები" "მიხეილ მესხზე“ პორტუგალიას, 15 საათზე მასპინძლობს, ხოლო 12 თებერვალს ამსტერდამში ნიდერლანდებს, ჩვენი დროით
16:15 საათზე ეთამაშება.

გაფართოებული შემადგენლობა 2022 წლის პირველი ორი მატჩისთვის:

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), ლუკა აზარიაშვილი (ბიარიცი, უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო);

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო);

ხაზის 
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 80 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, უკეპო), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო სვანიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაასვენეთ ხმალაძე, გაუშვით პენსიაზე. ახალგაზრდებს დაუთმეთ პორტუგალიასთან და ერთა თასზე, მერე მსოფლიოს რომ ადაპტირებული შეხვდნენ!
მოქალაქე
14:53 01-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული