„2021 წელი საქართველოსთვის მოედანზე აღმავლობის და მის მიღმა დაცემის წელიწადი იყო. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოიგო ხუთიდან ხუთი თამაში და ტიტული მორიგ ჯერზე შემართა. მათ 24 ქულა მოაგროვეს და 10 ქულით გაასწრეს უახლოეს მდევარ რუმინეთს. ეს პოზიცია მათ აახლოებს 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასთან. წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაგროვილი ქულები, რომელიც 5 თებერვალს იწყება, 2021 წლის შედეგებს
მას შემდეგ, რაც ტურნირი კიდევ ერთხელ მოიგო, საქართველოს ნაკრები ივლისში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას სტუმრად ებრძოლა და მხოლოდ ბოლოსკენ გატყდა – 9:40 წააგო. მოგვიანებით იგივე განმეორდა საფრანგეთთან მატჩშიც, რომელთაც ასევე დასჭირდათ ოფლისღვრა ქართველების დასამარცხებლად (41:15). და ბოლოს იყო ფრე ფიჯისთან – 15:15, რომელიც რეიტინგში ერთი ადგილით უსწრებს საქართველოს. საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-12 პოზიციაზე რჩება და მზადაა პროგრესისთვის უახლოეს თვეებში იბრძოლოს.
თუმცა გასული წლის ივლისში, როდესაც "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კოვიდით დაინფიცირდა და ექსპერტების აზრით, ძალიან გაუმართლა, ცოცხალი რომ გადარჩა. გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე იმ პერიოდს ასე იხსენებს:
„საშინელი დრო იყო ქართული რაგბის ოჯახისთვის. როდესაც მისი მდგომარეობის შესახებ გავიგეთ, მოთამაშეები და მთელი პერსონალი ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ის შესანიშნავი ადამიანია და ბევრი რამ აქვს გაკეთებული ქართული რაგბისთვის. მას სამხრეთ აფრიკაში მოუწია დარჩენა, რადგან მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა უდიდესი ბრძოლის უნარი გამოავლინა. როდესაც ჩვენი ფრენჩაიზი "შავი ლომი" ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასზე ჩაერთო, ლევანი უკვე ჩვენთან ერთად იყო და გუნდს ხელმძღვანელობდა. ვერც კი ვიჯერებდით, რომ ასეთი მდგომარეობიდან ორიოდე თვეში, ის კვლავ ჩვენთან ერთად იყო. ამის შემდეგ ქართულ რაგბიში სიტუაცია პოზიტიურად წარიმართა“.
28 წლის შარიქაძის ანგარიშზე უკვე 80 კეპია ეროვნულ გუნდში. მისი აზრით, ახალი ტურნირი, რომელშიც "შავი ლომი" ჩაება, კარგი ასპარეზია ახალგაზრდა მორაგბეებისთვის თავის გამოსაჩენად. 2021 წლის უკანასკნელ თვეებში გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 თამაში მოიგო, 1 დათმო და უკან ჩამოიტოვა ორი რუსული და ერთი ისრაელის გუნდი. წინ ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა და პლეი-ოფის ეტაპია.
„სუპერთასი ნამდვილად წაადგა ქართულ რაგბის. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიაროს სრული გზა ეროვნულ ნაკრებამდე. ეს კარგი იქნება ნაკრებში კონკურენციის გასაზრდელად, სიღრმეების გასაჩენად. 2020 წელი პანდემიის გამო მთელი მსოფლიოსთვის რთული იყო, ახალგაზრდა მორაგბეებმა კი "შავი ლომის" წყალობით კარგი გამოცდილება შეიძინეს. მათ ნაკრებს ახალი ენერგია შემატეს და ჩვენც, შედარებით გამოცდილ მორაგბეებს, გვაიძულებენ უფრო მეტი ვიშრომოთ, რათა გუნდში ადგილი შევინარჩუნოთ. ეს დაეხმარება ქართულ რაგბის უფრო მაღალ დონეზე ასვლაში“.
ახალი თაობა
„შარშან მარტში პორტუგალიას ვესტუმრეთ და მეტოქემ კარგი თამაში შემოგვთავაზა (საქართველომ 29:16 მოიგო). ეს არის გუნდი, რომელიც ბოლო წლებში სწრაფად პროგრესირებს. ამ თამაშის ჩანაწერს კიდევ ერთხელ ვუყურეთ და ვიცით, რომ მათ წინააღმდეგ კარგი დაცვა უნდა ვითამაშოთ. მაგრამ თუ ისე შევუტევთ, როგორც გვიყვარს, ვიცით, რომ ტურნირს გამარჯვებით დავიწყებთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ყველა გუნდი ჩვენთან თამაშით საკუთარ სტანდარტს იმაღლებს. ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონები ვართ და დანარჩენი ხუთი გუნდი მაქსიმალური მობილიზებით გვეთამაშება, რაც ახალ დონეზე გადასვლაში გვეხმარება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და შედეგები გავაუმჯობესოთ. მოუთმენლად ველოდები ტურნირის დაწყებას“.
rugby.ge