რაგბი ევროპა - მაისაშვილი და შარიქაძე თამაშამდე 24 საათით ადრე

AutoSharing Option
2022 წლის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" „მიხეილ მესხზე“ ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი: „თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ კოვიდ-პანდემიის გამო, კვირის განმავლობაში გაფართოებული შემადგენლობის შეცვლა რამდენჯერმე მოგვიწია. მთლიანობაში სავარჯიშო კვირა კარგად ჩავატარეთ და ვეცდებით ხვალინდელ თამაშზე თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“.

„მომავალ თამაშში და ზოგადად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უდაო ფავორიტები ვართ და გარკვეულწილად, ეს საქმეს გვირთულებს ხოლმე, რადგან ნებისმიერი მეტოქე გაორმაგებული
ძალით ცდილობს ჩვენს წინააღმდეგ თამაშს, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. პორტუგალია იოლი მეტოქე არ არის, რაც მათ ნოემბრის ტესტებზე, იაპონიასთანაც დაამტკიცეს. მიუხედავად ყველაფრისა ვფიქრობთ, რომ დომინაციას შევძლებთ და თამაში ჩვენი კარნახით წარიმართება“.

„ყველა ცდილობს ჩვენთან სენსაცია მოახდინოს. ეს მათი საქმეა, ხოლო ჩვენი საქმეა გეგმას მივყვეთ. მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვებისა (29:16), შარშან პორტუგალიასთან პრობლემები გვქონდა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ბიჭები ცდილობდნენ სწრაფად აეკრიფად ქულები. შეცდომებს მოყვა ნერვიულობა და ამან გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა. ვეცდებით იგივე შეცდომები არ დავუშვათ“.

„ყველა მოთამაშე ჩვენთვის ფასეულია. მეორე ხაზში სიღრმეები ნაკლებად გვაქვს. კოტე მიქაუტაძემ ბოლო თამაშში მხარი დაიზიანა და ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით როდის დაგვიბრუნდება. მის გარდა გამოგვაგკლა მთელი რიგი მოთამაშეები, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ და ვეცდებით გამოწვევებს მომზადებული შევხვდეთ“.

„ამ ტურნირზე ექსპერიმენტებს მინიმალურად ვგეგმავდით, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, ამის გაკეთება მაინც მოგვიწია. სადაც გვექნება შესაძლებლობა, მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას დავაყენებთ, თუმცა მცირედი ექსპერიმენტებიც იქნება, ზოგი დაგეგმილი და ზოგიც დაუგეგმავი“.

Sportall.Ge

მერაბ შარიქაძე: „პირველი თამაშის ჩატარება გვიჭირს ხოლმე, მაგრამ ვეცდებით, ხვალ ეს ნავსი გავტეხოთ და ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ. ბევრი მოთამაშე გვაკლია, თუმცა მაინც კარგი შემადგენლობა გვყავს და მოტივაციაც არ გვაკლია. პორტუგალიელები სენსაციით იმუქრებიან, თუმცა მზად ვართ, რომ ამის საშუალება არ მივცეთ. რეალურად, პორტუგალია ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მათ ყავთ ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებიც ხარისხიან ჩემპიონატებში თამაშობენ. მიუხედავად ამისა, მთელი გულით მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და იმედია, ხვალ ამის წარმოჩენას შევძლებთ“.

საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
I ტური. 6 თებერვალი
თბილისი. მიხეილ მესხი. 15 საათი
საქართველო – პორტუგალია
საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 80 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), 20. ნიკო აფციაური (შავი ლომი, უკეპო); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 23. დავით მესხი (ენისეი, უკეპო).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული