საქართველო VS ნიდერლანდები - შვიდი ცვლილებით მეორე ტურში

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გასულ კვირას პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სასტარტო 15-ში შვიდი ცვლილებაა. გუნდს დაუბრუნდნენ კოვიდ-მოხდილი მოთამაშეები. ცვლილებებია ტრავმებისა და ტაქტიკური მოსაზრებების გამო.

სრულად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლუკა ჯაფარიძე იწყებენ. მარქაფაში გადაინაცვლა გურამ გოგიჩაშვილმა, ხოლო ტრავმირებული ბექა გიგაშვილის ნაცვლად, მეორე ბურჯად ნიკა ხატიაშვილს ვიხილავთ, ხოლო კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძე ბრუნდება.

მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილის ნაცვლად ლაშა ჯაიანს ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, მარქაფაში კი
გიორგი ჯავახიას ვიხილავთ.

ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. სანდრო მამამთავრიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა და მის ნაცვლად თამაშს გიორგი ცუცქირიძე იწყებს. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ოთარ გიორგაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ.

9 ნომრის პოზიციაზე ბრუნდება ვასილ ლობჟანიძე, რომელიც თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება. ფრთაზე მირიან მოდებაძის ნაცვლად ძირითადში დაწინაურდა დავით მესხი, რომელსაც პორტუგალიასთან დებიუტი ჰქონდა. მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, აკა ტაბუცაძე და ლაშა ხმალაძე კვლავ დამწყებებს შორის არიან. შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე, გიორგი ბაბუნაშვილი და 18 წლის შუამარბი თორნიკე კახოიძე.

"დაგვიბრუნდა სამივე კვაჭი, რომლებიც პირველ თამაშზე კოვიდ-ინფექციის გამო გამოგვაკლდნენ. ტრავმირებულია ბექა გიგაშვილი და მის ნაცვლად ნიკა ხატიაშვილს ვუხმეთ. ასევე ვირუსი მოიხადეს და დაგვიბრუნდნენ გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი, თუმცა ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ ლუკას აღდგენითი პროცესი დასრულებული არ ჰქონდა და სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციით, მომდევნო თამაშისთვის ვერ გამოვიყენებთ“.

"ადრეც არაერთხელ ვთქვი, რომ ამ თამაშებზე ექსპერიმენტებს მინიმალური რაოდენობით ვგეგმავდი, რადგან თამაშის დასტაბილურებაა საჭირო და შემადგენლობის მუდმივი როტაცია პრობლემებს ქმნის. სამწუხაროდ, პირველ თამაშზე ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან ბევრი ტრავმირებული და კოვიდ-ინფიცირებული მოთამაშე გვყავდა“.

„ნიდერლანდებში 5 ქულისთვის მივდივართ, თუმცა ეს შეხვედრა რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილება და საშუალებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენეთ. ამავდროულად, გვსურს საქმეში ვიხილოთ თორნიკე კახოიძე, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოიჩინა თავი და ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ის საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს“.

„დავით მესხი ზაფხულშიც გვყავდა გამოძახებული და მაშინ ტრავმამ შეუშალა ხელი. მან პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშა. სწრაფი ბიჭია, კარგი ბოჭვის და შეტევის უნარები აქვს. ამ პოზიციაზე სიღრმეები გვჭირდება და ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა“ – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

"ბორჯღალოსნები" ნიდერლანდებს 12 თებერვალს, ჩვენი დროით 16:15 საათზე ამსტერდამში ეთამაშება.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | II ტური. 12 თებერვალი

ამსტერდამი. 16:15 საათი

საქართველო – ნიდერლანდები 

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 89 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 65 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 81 კეპი, 60 ქულა), 11. დავით მესხი (ენისეი, 1 კეპი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 29 კეპი, 198 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 68 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 4 კეპი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 34 კეპი), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 13 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 30 კეპი, 25 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 13 კეპი, 15 ქულა).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 26 კეპი, 10 ქულა), 18. ნიკა ხატიაშვილი (შავი ლომი, 6 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (ორიაკი, 7 კეპი, 5 ქულა), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 36 კეპი, 24 ქულა), 22. თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა).

rugby.ge

altგელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ

altthe guardian "6 ერის" გაზრდაზე მსჯელობს - საქართველო თუ სამხრეთი აფრიკა?

altასე რუსეთთანაც გაგვიჭირდება - "ბორჯღალოსნების" ფრე უამრავი წუნით [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
1 შეკითხვა ბორჯღალოსანთა ქომაგებს.
უახლოეს მომავალში ახალი, უმაღლესი დონის მწრთვნელი გვჭირდება, თუ არა?!

დადებითი "ლაიქი" - კი, უარყოფითი - არა.
დიმა
14:35 11-02-2022
1
xmaladze dacvashi dzzan sustiaa aseve tabucadzec bevr bochvas afucheben, akaki tavdasxmashi mainc kaia da abalansebs maraa , es xmaladze ra gaxda ro shemcvleli ver unaxet
giga
18:31 10-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული