"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
27 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში რუსეთს უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ მეტოქე გუნდის სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა დიკ მიუირმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, რუმინეთთან და ესპანეთთან გასული შეხვედრები ძალიან განსხვავებული იყო. თუ ესპანეთთან თამაშზე ვილაპარაკებთ, შეტევების სათანადოდ დასრულება ვერ მოვახერხეთ, თუმცა მოგების შესაძლებლობა გვქონდა. ორივე მატჩიდან ბევრი გაკვეთილი მივიღეთ.

ჩემთვის მთავარი ამოცანაა ყოველ ტურში უკეთესი გავხდეთ. მესმის, ბევრი მოთამაშე იმედგაცრუებულია, რომ მსოფლიოს თასზე ვერ იასპარეზებენ, მაგრამ ეს პრობლემაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ვვითარდებით და ჩვენი მიზნებისკენ მივიწევთ. 

ახლა კარგი შემადგენლობა გვყავს. ზოგიერთ პოზიციაზე
კონკურენცია გამოჩნდა და ვფიქრობ, უახლოეს მატჩში ჩვენს განკარგულებაში საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა იქნება. რამდენიმე მორაგბე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შემოგვიერთდება, თუმცა მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. მით უმეტეს, საშუალება მომეცემა საქმეში სხვა მოთამაშეები ვნახო. ამასთან, მგონია, შემადგენლობა უფრო მოძრავი და სწრაფი იქნება.
რა თქმა უნდა, საქართველო ბევრ ასპექტში უფრო ძლიერია, მათ შორის იმაში, რომ მათი მორაგბეები ევროპულ კლუბებში ასპარეზობენ. ჩვენ ჯერ კიდევ შეუპოვრად შრომა მოგვიწევს, რათა ასეთ დონეს მივაღწიოთ. მოგების შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე პირველ რიგში მუდმივ სრულყოფაზე და იმაზე ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ", - განუცხადა მიუირმა რუსეთის რაგბის ფედერაციის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბეჩავებო, თქვენი მთავარი პრობლემა ის არის, სულ რომ ზელანდია დაამარცხოთ (ეგ თავისთავად უტოპიაა, მაგრამ ჯანდაბას, დავუშვათ) საქართველოსთან უკვე მარცხს შეგუებულები გამოხვალთ მოედანზე იმიტომ, რომ სხვა გზა არა გაქვთ.
: )))))))
11 მარტი 2022 23:42
0
ეს თავიდანვე იყო იდიოტი თუ რუსებმა გამოადებილეს ? ანუ მარტო იმით ჯობნიან ქართველები რომ ევროპაში თამაშობენ ?? DD
zura222
22 თებერვალი 2022 20:56
0
ოსეთი არა ჯემალააა შეიგნეთ სამაჩაბლო ქვია სამაჩაბლოოოო
gigla
22 თებერვალი 2022 01:14
0
ასე რამ გაგამწარა, შე ოჯახაშენებულო? "სამხეთ ოსეთზე" რეაქცია არა გქონია და "სამაჩაბლოზე" გადაირიე? ანუ, შენ რაღაც სხვა მოგხვდა გულზე, ჯიგარო. ნეტავ რა?
ზურა222-ს
23 თებერვალი 2022 03:17
0
და შენ შეგნებული გაქვს ?? არც ოსეთი ქვია და არც რაღაცა იდიოტური "სამაჩაბლო" ! იმ ტერიტორიას ისტორიულად ერქვა შედა ქართლი ! და ასე ერქმევა სამუდამოდ ! 30 წლის წინ ვიღაცა იდიოტის დაბრეხვებული "სამაჩაბლო" სხვა იდიოტებმა აიტაცეს და ეხლა ნუ იმეორებთ ბევრი იმას ! სამასჩაბლო არასოდეს არ ერქვა იმ ტერიტორიას ! სამაჩაბლო ერქვა შიდა ქართლის 6-7 სოფელს მაჩაბლების საბატონოს და შიდა ქართლის ტრერიტორია სულ ცოტა ოცჯერ მეტია იმ მაჩაბლების საბატონოზე ! @
zura222
22 თებერვალი 2022 21:02
2
არა უშავს ისე მიყავთ საქმე რომ ჩვენ დავალთ თქვენ დონემდე
სხვა რამე
21 თებერვალი 2022 22:43
8
აფხაზეთს და სამაჩაბლოს სანამ არ დააბრუნებთ ვერაფერს მიაღწევთ
Qartveli
21 თებერვალი 2022 21:57
1
აფხაზეთს და ოსეთს რომ დააუბრუნებენ იმის მერეც არ ეშველებათ არაფერი:)
simartle
21 თებერვალი 2022 22:41
1

სიახლეები პოპულარული