საქართველო - რუსეთზე მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, "რაგბი ევროპის" მე-3 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუსეთს უმაპინძლებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ ნაკრებების დაპირისპირებას სტადიონის ტევადობის ზუსტად ნახევარი, 50% შეძლებს.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრაზე დაწრების უფლება მხოლოდ სტადიონის ტევადობის 33%-ს ექნებოდა, თუმცა დღეს, 22 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

შეხვედრა "დინამო არენაზე" 27 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 5-25 ლარია.

თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:

აუცილებელი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ
მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგინოთ:

თამაშის (ელექტრონული) ბილეთი;

სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევში საქართველო 31 ქულით ლიდერია. მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე ადგილის დასაბევებლად "ბორჯღალოსნებს", შესაძლოა, 27 თებერვალს რუსეთის ნაკრების დამარცხებაც ეყოს. რუსები უშანსოდ არიან, საქართველოსთან ერთად მსოფლიოს თასზე გასვლის რეალური კანდიდატები რუმინეთი და ესპანეთი არიან; თეორიული შანსი პორტუგალიასაც აქვს.

altრუსეთისთვის გორგაძე, მიქაუტაძე, კვესელაძე და ნინიაშვილი ბრუნდებიან

alt"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი



მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო რუსეთთან რომ ზრდიან მაყურებლის რაოდენობას კალათბურთმა რა დააშავა ? თუ რუსეთთან თამაშის დროს კორონა პერერივზე გადის ? @@@
zura222
20:02 22-02-2022
2
მაკედონიასთანაც დაგეშვათ მესამედი მაინც, თქვენი შუბა დავხიე!
ალექსა
21:59 22-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული