საქართველო VS რუსეთი შესაძლოა, გადაიდოს

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები ოფიციალურად დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კვირას, 27 თებერვალს, "რაგბი ევროპის" ეგიდით გასამართი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს.

ამ თემის შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ შეხვედრა შესაძლოა, აღარ გაიმართოს.

მატჩის გადადების მიზეზი შესაძლოა, "რაგბი ევროპის" გადაწყვეტილება იყოს, რომელმაც რუსული მედიის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირის მიერ უკაინულ ენაზე გავრცელებული ტექსტის წაშლა უკვე მოითხოვა და ახლა შესაძლოა, შეხვედრის დროს შესაძლო დაძაბული ვითარების თავიდან აცილება სურს.

შეგახსენებთ,
სარაგბო მატჩზე დაგეგმილ აქციას გუშინ, 23 თებერვალს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა:

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან". ამასთან, მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, გამოხატოს სოლიდარობა, მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში.

altსაქართველო VS რუსეთი - 250-ე ტესტ-მატჩი სამმაგი დატვირთვით

altკალაძე: სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს

altრაგბის კავშირმა უკრაინული ტექსტი წაშალა - მიზეზი

მკითხველის კომენტარები / 16 /
არანაირად არ უნდა გადაიდოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თამაში. ტრაბზონში რო ვეთამაშეთ რუსეთს იმის მერე ესეთი ფონი არ ყოფილა. დინამო არენა ბოლომდე უნდა გაივსოს, რუსეთის ჰიმნსაც უნდა დავუსტვინოთ და უკრაინის დროშაც უნდა ავაფრიალოთ. ისე უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენებს როგორც არასდროს. რუსი მორაგბეების ძვლების მტვრევის ხმა უნდა ისმოდეს მაგრამ მხოლოდ მორაგბეების მხრიდან. გულშემატკივარმა არ უნდა მოახდინოს რამე საგნების სროლა და ა.შ. კაცობაში და ქართველობაში არ ჯდება ეს. ხმის ჩახლეჩამდე ვიმღეროთ ჩვენი ჰიმნი, ბევრს რო უტყდება სტადიონზე სიმღერა, მოკლედ გავავსოთ სტადიონი და ბოლომდე დავუდგეთ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ბიჭებს და შემდეგ ჩვენ ძმებს უკრაინელებს და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა. პროვოკაციები და ეგეთები არვიცი მე
ქართველი
11:49 24-02-2022
6
სპორტი და პოლიტიკა როგორ უნდა გამიჯნო კახა? როცა ქვეყნისთვის ბრძოლობენ, ქვეყნის დროშის ასაწევად და ჰიმნის მოსასმენად როგორ უნდა გამიჯნო? პოლიტიკა და სპორტი, პოლიტიკა და კულტურა/ხელივნება, პოლიტიკა და ჯარი .... არ იმიჯნება ერთმანეთისგან გავიგოთ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ.
თუ ის ბიჭები აქ მოდიან რუსეთის სახელის სადიდებლად ეთანხმებიან მათი ქვეყნის პოლიტიკას და მტრები არიან, მტერს კიდე მტრულად უნდა დახვდე.
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული