"ბორჯღალოსნები" - ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო თასზე

AutoSharing Option
საქართველო მეთხუთმეტე ქვეყანა გახდა, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

მსოფლიო რაგბიმ რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების საკუთარი რიგებიდან გარიცხვის შემდეგ მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის მდგომარეობა განიხილა. რუსეთს 2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული შედეგები შეუნარჩუნდა, საქართველოსთან, პორტუგალიასთან და ნიდერლანდებთან გასამართ მატჩებში კი წაგებები ჩაეთვალა. შედეგად, სამივე გუნდმა 4-4 საცხრილო ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბორჯღალოსნებს" 35 ქულა მოუგროვდა და ევროპის ორ მოწინავე გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრა.

გასარკვევი ისღა დარჩა, საქართველო საფრანგეთში ევროპა1-ის სახელით გაემგზავრება თუ
ევროპა2-ის. თეორიულად, ესპანეთს, რომელსაც 25 ქულა აქვს, პირველი ადგილის დაკავების შანსი ჯერ კიდევ რჩება. რუმინეთთან და ესპანეთთან ერთი ქულის აღების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" პირველ ადგილს საბოლოოდ გაიფორმებს და საფრანგეთში "გ" ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულთან ერთად მოხვდება.

ევროპის შესარჩევი ზონიდან მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ ესპანეთი, პორტუგალია და რუმინეთი. მათგან უკეთესი საფრანგეთის საგზურს მიიღებს, მესამეადგილოსანი კი პლეი-ოფში გადაინაცვლებს.

2003 წლის შემდეგ საქართველო მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს!

მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა მე-2 ადგილზე გასული როგორ ჯგუფში ხვდება? იქნებ იცით ვინმემ და დაწეროთ.
G.LA
23:14 10-03-2022
0
მეორე ჯგუფი: სმხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია და (ალბათ) ტონგა (გასარკვევია)
S.K.K.
10:14 11-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული