პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები რუმინეთს ამარცხებს

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბუქარესტში რუმინეთს ამარცხებს - 21:13.

თამაში საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.


მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა მაისაშვილს ყველაფრისთვის და დიდი პატივისცემის მიუხედავათ, სხვა მწვრთნელია მოსაყვანი
შოთა
20:47 12-03-2022
3
ერთი გამაგებინეთ რისთვის უხდით მაისაშვილს მადლობა?????? რა შესძინა ნაკრებს?
პაატა
21:06 12-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული