საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთს 26:23 სძლია.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ შარიქაძე მსაჯს შეეკამათა,
მან საჯარიმო დანიშნა და მილინტემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოწინააღმდეგე სახიფათო ზღვარზე მოგვიახლოვდა, 66-ე წუთზე შეტევის მოგერიებისას მსაჯმა აფრასიძე გაასიმბინა, „ბორჯღალოსნებმა“ წნეხს გაუძლეს, ტაბუცაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გააცუდა. ვლახებმა სწრაფად გვიპასუხეს ლელოთი და ზუსტი გარდასახვით და ანგარიში ისევ 3 ქულამდე შემცირდა, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდთან ერთად იასპარეზებს.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 52 /
ღმერთო,-რა-იდიოტები-არიან.ანტიმოზ-ივერიელის-თასი-დარჩათ(ამ-პირდაპირი-გაგებიტ-წმინდა-ადამიანის).არადა,დარწმუნებული-ვარ-რუმინეთში-50-კაციანი-დელეგაცია-მაინც-ჩავიდოდა,მათ-შორის-ფედერაციის-ხელმძღვანელები.მაშ-არ-არიან-კრეტინები?!აბა-თასი-მაისაშვილის-სახელობის-ყოფილიყო-ტუ-დარჩებოდათ...სად-არის-პატრიოტიზმი,ქარტველობა...სხვა-თუ-არაფერი-ხომ-კიდევ-ერტხელ-გაიჟღერებდა-სტადიონზე-ანტიმოზ-ივერიელის-სახელი-ეს-არ-იქნებოდა-ჩვენი-ქვეყნის-სადიდებელი-და-იმ-სულმნათი-ადამიანის-დაფასება?ხორვატები-ჩაიდენდნენ-ასეტ-სიმდაბლეს,არა,იმიტომ-რომ-მათთვის-ხორვატიაა-უპირველეს-ყოვლისა...ვაგლახ,ის-არ-გვაკმარეს-რომ-ქაქი-მიირთვეს-და-თავის-მოკლე-ჭკუით,მოგვატყუეს-კიდეც,-თასი-დაგვრჩაო...როგორც-ჩანს=ყველა-ერტბაშად-გამოშტერდა?!ბიჭებო,-ჩანს-იდეოლოგიურად-ვერ-ქაჩავთ-ანუ-სახელმწიფო-აზროვნება-არ-გაგაჩნიათ.ეტყობა,-თავის-დროზე,-ოჯახებში-არ-გიყვებოდნენ-საქარტველოზე-და-ღირსეულ-ქართველებზე...ვფიქრობ,თქვენგან-არაფერი-გამოვა...თქვენ-დაგრჩათ(კი-არ-დაგრჩათ-შეგნებულად-დატოვეთ!)-ანთიმოზ-ივერიელის-თასი,რაც-იმას0ნიშნავს,რომ-ქართული-აზროვნება-და-ქართული-ჟინი-თქვენში-მკვდარია,ყოველივე-ესპანეთთან-მატჩშიც-გამოჩნდება-ესპანელები-გადაგივლიან,რადგან-თავისი-ქვეყნის-პატრიოტები-არიან-და-არაფერი-ავიწყდებათ-რაც-შეეხება-ესპანეთს-და-ესპანელებს...
agmsarebeli
13:10 16-03-2022
1
რუმინელებისთვის სასიცოცხლო თამაში იყო, მოგებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს (თითქმის) ინაღდებდნენ. მწვრთნელი, თამაშიდანაც გამოჩნდა (რომც არ გვცოდნოდა)ჩვენსაზე გაცილებით ეფექტური და უკეთესი ყავდათ, სახლში ხომ თამაშობდნენ და ნატურალიზირებული მოთამაშეებითაც გაძლიერებული, თან გათამამებულები და კუდიყავარზეგადებულები კი ვართ "ბულკებად" რომ მიგვაჩნია, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ძლიერი წარსული/ტრადიციების მქონე გუნდია და მიუხედავად ყოველივე ზემოდთქმულისა ჩვენებმა ღირსეულად გაიმარჯვეს, რაზედაც დიდი მადლობა ბიჭებს. მწვრთნელი (მაისაშვილი) რაც გვყავს ეგაა და უკეთესი დიახაც რომ გვინდა და გვჭირდება, მაგრამ სანამ გვეყოლება ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოღონდაც მაისა გუნდს ჩამოშორდეს და მგონი ზოგ ვაი-გულშემატკივარს ჩვენი წაგებაც კი გაუხარდება. მე პირადად მაისაშვილს მადლობას ვეტყვი რადგან რაც შეუძლია თავის მაქსიმუმს დებს გუნდში, და აქვე დავამატებ: ლევან შეეცადე და რაგბის სიყვარულით დათმე პირადული და შეეცადე ნაკრებისთვის ტოპ მწვრთნელის მოძიებას/ჩამოყვანას ხელი შეუწყე...
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული