შარიქაძე: ვეცდებით, კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე მათ ჰგონიათ

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთთან 49:15 მოგების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"კარგად ვითამაშეთ და ამჯერად ვერავინ მოგვედავება. წინა თამაშების შემდეგ დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა. იმედი გვაქვს, რომ ყველა გავახარეთ და მსგავსი გამარჯვებები მომავალშიც არაერთი იქნება. ესპანეთი ამ ტურნირზე შექებას იმსახურებს, თუმცა შექება ჩვენც გვეკუთვნის. დღეს მთელი გუნდით ამაყი ვარ, რადგან არ არის მარტივი, ამდენი ნეგატივის შემდეგ მობილიზება მოახერხო და სასურველი თამაში აჩვენო.

რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმის, რომ ხაზი ვერ
თამაშობს და ყველა გასაყრელია ნაკრებიდან. დავიწყეთ ხაზით თამაში. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ფაქტია, უკეთ ვთამაშობთ და არსად შემხვედრია კომენტარი - რა კარგია, რუმინეთს ხაზით ოთხი ლელო რომ გავუტანეთ. საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა. გაგვიხარდებოდა შექება და მოტივაციაც აგვიმაღლდებოდა. ვეცდებით, ჩვენი კარგი თამაშით კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე მათ ჰგონიათ".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოთამაშეებზე მეტად ბოლო პერიოდში კრიტიკა მწვრთნელის მიმართ არის და სრულიად სამართლიანად. წელს მხოლოდ ეს თამაში იყო გამონაკლისი, დანარჩენ შეხვედრებში ნაკრებს აშკარად აკლდა იმპროვიზაცია, შერკინება შესაძლებლობის 40%-საც არ ავლენდა. კარგია, რომ ხაზის მოთამაშეებმა ბევრი ლელო დადეს, მაგრამ აუტში, მოლში და დისციპლინაში აშკარად გამოსასწორებელია თამაში. გულშემატკივარი ნაკრებისგან მეტს მოითხოვს და ეს გასაგებიცაა იმიტომ, რომ მათ ნამდვილად მეტი შეუძლიათ. არ ვლაპარაკობ ჩასაფრებულის პოზიციიდან, მაგრამ მსოფლიომდე ცოტა დრო რჩება და თუ მნიშვნელოვნად არ გავაუმჯობესეთ თამაშის ხარისხი, ასე ეს მსოფლიო ნამდვილად არ დარჩება ჩვენს აქტივში
1
ბატონო მერაბ! ყველამ ვიცით თქვნთან არ არის პრეტენზიები და პირიქით, თქვნთან კარგის მეტი რა გვეთქმის.. ყველამ ვიცით, რომ ნამდვილად უკეთესები ხართ და დასატკიცებელიც აქ არაფერია. თუმცათ ასევე ყველამ ვიცით, ვისზე და რაზეა პრეტენზიები. რომ არა რაგბისტების ჟინი, პერსონალური მონაცემები და ფიზკიკური კოდიციები, გუნდი ტამაშვ პრქატიკულად ვერ მოიგებს. ეს პწვრთელის კვალიფიკაციის პრობლემაა და ამ ნაწილში აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზიებია.
ლევანი
19:34 21-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული