"ბორჯღალოსნები" - შემადგენლობა ზაფხულის სერიის პირველი მატჩისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველი მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა.

3 ივლისს საქართველო ქუთაისში, „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს 18 საათზე ეთამაშება.

ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა. არგენტინა XV-ს პირველად ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე ვეთამაშეთ 24:22 ვძლიეთ, მერე რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 14:13 დავამარცხეთ, ბოლოს კი თბილისის თასზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 26:16.

ურთიერთშეხვედრების ისტორიიდანაც ჩანს, რომ არგენტინა XV-თან ყოველთვის დაძაბული შეხვედრები გვქონდა, წელს კი სტუმრები საუკეთესო შემადგენლობით არიან ჩამოსული, რაც გულშემატკივარს საინტერესო ორთაბრძოლას პირდება.

„აია არენაზე“ პირველ
ხაზში თამაშს იწყებენ გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლუკა ჯაფარიძე. მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. მესამე ხაზში ოთარ გიორგაძეს, ბექა საღინაძეს და ბექა გორგაძეს ვიხილავთ.

ღერძზე შეთამაშებული წყვილი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დადგებიან. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუასა და აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ, ფულბეკი კი 19 წლის დავით ნინიაშვილია.

მარქაფაში ერთი დებიუტანტია – ბურჯი გურამ პაპიძე. პირველ ხაზში გუნდს გააძლიერებენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი; მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შევლენ ნოდარ ჭეიშვილი და ლუკა ივანიშვილი. 9 ნომრის მარქაფაშია მიხეილ ალანია, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

3 ივლისს. ქუთაისი. 18:00
საქართველო – არგენტინა XV

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა), 3. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), 4. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. გურამ პაპიძე (ლა როშელი); 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
გოგოლაძეს იმედია მიეცემა შანსი, ნოემბერში თუ არა ერთა თასზე მაინც. პრო დ2ში სტაბილურად თამაშობს და ხაზში ღერძის გარდა ყველგან შეუძლია თამაში ფრთებზეც ცენტრებზეც და 15ზეც და ასეთ მორაგბეს რატომ აიგნორებენ ვერ ვხვდები. ბევრი ხაზის მოთამაშე გვყავს პრო დ2-ის დონის ლიგებში?! თან ასეთი უნივერსალი. + იბან წულაძეც პერსპექტიულია
დემე
13:14 02-07-2022
0
წარმატებები ბიჭებს!
აფრასიძეს რამე ტრამვა აქვს?
ქომაგი
11:49 02-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული