საქართველო - იტალია | სამდღიანი სარაგბო ზეიმი ბათუმში

AutoSharing Option
10 ივლისს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართ ისტორიულ ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, აჭარის ზღვისპირა დედაქალაქში სამდღიანი სარაგბო ზეიმი გაიმართება.

ქართული რაგბი გულშემატკივართა განწყობის ამაღლებას 8 ივლისიდან იწყებს. ბათუმის ევროპის მოედანზე 20 საათზე დაიწყება მიუზიკლი „გაყრა“, ასევე „ფანკ ბენდის“ და „მგზავრების“ კონცერტი, დღეს კი DJ გურული დაასრულებს.

იმავე ლოკაციაზე, 9 ივლისს 20 საათზე – road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე.

9-10 ივლისს დრამების შოუ მთელს ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებს, 10 ივლისს კი ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან „ფრანების შოუ“ შედგება.

ამავდროულად, 9 ივლისს 11-იდან 20
საათამდე, ხოლო 10 ივლისს 11-დან 16 საათამდე, გაიმართება ტურნირები ქვიშის რაგბსა და ფრენბურთში, რომელშიც 14 კაცთა და 4 ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი.

10 ივლისს 20 საათზე ზეიმის კულმინაციაა – დაიწყება საქართველოსა და იტალიის მატჩი, მისი დასრულების შემდეგ კი გულშემატკივარს სიურპრიზი ელის – მატჩზე მისული 6 იღბლიანი შინ დაუვიწყარი საჩუქრით დაბრუნდება, რადგან თამაშდება niu-ს ფირმის 3 ელექტრო მოპედი კომპანია „ავტოგალერი ჯორჯიასგან“ და შიაომის ფირმის 3 ელექტრო სქროლი.

რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, დიდი მონიტორზე მოეწყობა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი და გულშემატკივარს შეეძლება ბორჯღალოსნებს ხმა მიაწვდინონ. ეს ლოკაციებია:

თბილისი (ორბელიანის მოედანი, კრწანისი, ნაძალადევი, სამგორი, წითელი ბაღი, გლდანი); რუსთავი (გაგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის უკან მდებარე სკვერი); ყაზბეგი (საფეხბურთო მოედანი); ახალციხე (რაბათის ციხე); ფოთი (ცენტრალური პარკი); ზუგდიდი (სკეიდპარკის ტერიტორია); ოზურგეთი (ჭადრების ბაღი); ჩოხატაური (რივერ ბარი „აკაციები“); ამბროლაური (კულტურის სახლის მიმდებარედ არსებული სკვერი); ლენტეხი (ადმინისტრაციული შენობის ეზო); ბოლნისი (კულტურის და დასვენების პარკი); მარნეული („კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი); თელავი (თეატრის წინ); ხაშური (დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი); ჭიათურა (კინოს მიმდებარედ); ბორჯომი (ცენტრალური პარკი); მცხეთა (წეროვანის დევნილთა დასახლება; საგურამოს პარკი); ქუთაისი (ცენტრალური ბულვარი); წყალტუბო (სპორტის სასახლის მიმდებარედ); გურჯაანი (ცენტრალური პარკი); დედოფლისწყარო (კულტურის სახლი); საგარეჯო (ცენტრალური სტადიონი); ონი (კახაბერის ქ. 4); ცაგერი (რუსთაველის ქ. 66).

ყველამ ერთად გავიტანოთ ლელო!

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაგბი ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდათელი გულით ვგულშატკივრიბ მაგრამ როცა 3 დღეში დინამო ბათუმი ასეთ მნიშვნელოვან თამაშს თამაშობს,ნეიძლებოდა რაგბის სხვა სტადიონზე გამართვა.
გიორგი
07:18 10-07-2022
3
ბიჭებო -ბურთი არ დაუთმოთ,ე.ი. ფეხით არ გადაუგდოთ,არ აყვეთ,ხელით შეუტიეთ,შერკინებაში დაჩეჩქვეთ, ჯარიმები ააღებინეთ,რაქქბში აგრესიულად,აუტი,მოლი და ლელო ...ასე აჯობებს,ასე მოვიგებთ!

როცა ეროვნულ ჩემპიონატს გავაძლიებებთ,100-ული მლნ-$-ის ფული ჩაიდება (ეროკავშირში შესვლისთანავე ეგრევე), სერიოზულად კონკურენტული გახდება... უკანა ხაზი მერე ათამაშდება ტოპ- ბის დონეზე!
კახაბერი
17:52 09-07-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული